https://sputnik-georgia.com/20230514/saqartvelos-mweralta-saxlsi-muzeumebis-saertasoriso-kvireuli-gaimarteba-277650580.html
საქართველოს მწერალთა სახლში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება
საქართველოს მწერალთა სახლში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება
Sputnik საქართველო
18 მაისს მწერალთა სახლში ტრადიციულად გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“. 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T12:50+0400
2023-05-14T12:50+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24263/48/242634852_0:102:2001:1227_1920x0_80_0_0_e21bd8c0f9e102a039a29ed3379603ec.jpg
თბილისი, 14 მაისი- Sputnik. თბილისში, მწერალთა სახლში 18-20 მაისს მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე (International Museum Day) 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა. მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნავენ ორგანიზატორები.დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.კერძოდ, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია „დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია“, ნატა ლომოურის ტური მწერალთა სახლში, საგანმანათლებლო ვორქშოპი მოზარდებისთვის „მე არ ვწერ ლექსებს” და სხვ.ასევე 18 მაისს მწერალთა სახლში ტრადიციულად გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმების მონახულება უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24263/48/242634852_78:0:1855:1333_1920x0_80_0_0_f37dbf0f919e400b92923850626b7af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველოს მწერალთა სახლში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება
12:50 14.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) 18 მაისს მწერალთა სახლში ტრადიციულად გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“.
თბილისი, 14 მაისი- Sputnik. თბილისში, მწერალთა სახლში 18-20 მაისს მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე (International Museum Day) 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა. მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.
კერძოდ, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია „დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია“, ნატა ლომოურის ტური მწერალთა სახლში, საგანმანათლებლო ვორქშოპი მოზარდებისთვის „მე არ ვწერ ლექსებს” და სხვ.
ასევე 18 მაისს მწერალთა სახლში ტრადიციულად გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმების მონახულება უფასოა.