https://sputnik-georgia.com/20230514/qartvelma-ziudoistebma-msoflio-cempi0onatze-gundur-sejibrebasi-brinjao-moipoves-277667024.html
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაო მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა. 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T22:44+0400
2023-05-14T22:44+0400
2023-05-15T16:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/66/245716637_0:180:3000:1868_1920x0_80_0_0_c7ff85e3e78c33cc891649981e954db1.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო და გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაო მოიპოვა.ქართველი ძიუდოისტები ნახევარფინალში იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში მათ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. ბრძოლები ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიგეს.ძიუდო: დოჰაში ქართული ფინალი გაიმართა >>ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა.ჩემპიონატზე პირად ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.მედლებთან ერთად მნიშვნელოვანი დამატება იქნება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური კვალიფიკაციის სარეიტინგო ქულები. კონკურსის საპრიზო ფონდი 800 ათასი ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/66/245716637_0:0:2491:1868_1920x0_80_0_0_85bf2507becbb2fd712bbeed9ff337a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაო მოიპოვეს
22:44 14.05.2023 (განახლებულია: 16:29 15.05.2023) ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო და გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაო მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ნახევარფინალში იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში მათ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. ბრძოლები ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიგეს.
ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე პირად ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
მედლებთან ერთად მნიშვნელოვანი დამატება იქნება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური კვალიფიკაციის სარეიტინგო ქულები. კონკურსის საპრიზო ფონდი 800 ათასი ევროა.