https://sputnik-georgia.com/20230514/ilia-meorem-azerbaijanis-prezidents-milocvis-werili-gaugzavna-277651023.html
ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვის წერილი გაუგზავნა
ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვის წერილი გაუგზავნა
Sputnik საქართველო
ილია მეორემ ჰეიდარ ალიევს უწოდა „ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და, ამასთან, თავისი დროის აზერბაიჯანის სიმბოლოდ იქცა“. 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T11:50+0400
2023-05-14T11:50+0400
2023-05-14T11:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1f/250756785_0:0:3019:1699_1920x0_80_0_0_74a8c54b5fa6a9bb6ec96b619fb1b407.jpg
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა, მილოცვის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ილია მეორემ ჰეიდარ ალიევს უწოდა „ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და, ამასთან, თავისი დროის აზერბაიჯანის სიმბოლოდ იქცა“.„მის გზას აგრძელებთ თქვენ - თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ილჰამ ალიევ, რისი შედეგიც არის ის, რომ უკვე 20 წელია აზერბაიჯანი გამორჩეული გახდა წარმატებებით, აღმშენებლობითა და კეთილდღეობით... მადლობა ღმერთს, მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც გრძელდება, რაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურებაა. ვიმედოვნებთ, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ეს კავშირი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია წერილში.10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავი შესრულდა.წყარო - საქართველოს საპატრიარქო
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1f/250756785_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_4351ed5f8546e558733eb1c30243edb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვის წერილი გაუგზავნა
ილია მეორემ ჰეიდარ ალიევს უწოდა „ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და, ამასთან, თავისი დროის აზერბაიჯანის სიმბოლოდ იქცა“.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა, მილოცვის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ბატონ ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობა ბ-ნ ედუარდ-გიორგი შევარდნაძის მმართველობის თანადროულია. მათმა გულთბილმა ურთიერთობამაც განაპირობა ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების მეგობრობა, რისი გამოვლინებაცაა, მაგალითად, ის, რომ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთ-ერთ ცენტრალურ მონაკვეთს ჰეიდარ ალიევის სახელი ეწოდა“, - ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.
ილია მეორემ ჰეიდარ ალიევს უწოდა „ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და, ამასთან, თავისი დროის აზერბაიჯანის სიმბოლოდ იქცა“.
„მის გზას აგრძელებთ თქვენ - თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ილჰამ ალიევ, რისი შედეგიც არის ის, რომ უკვე 20 წელია აზერბაიჯანი გამორჩეული გახდა წარმატებებით, აღმშენებლობითა და კეთილდღეობით... მადლობა ღმერთს, მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც გრძელდება, რაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურებაა. ვიმედოვნებთ, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ეს კავშირი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია წერილში.
10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავი შესრულდა.