https://sputnik-georgia.com/20230514/dawra-dakavebisas-tbilissi-specsamsaxurma-detalebi-gaasajarova-277652901.html
დაჭრა დაკავებისას თბილისში - სპეცსამსახურმა დეტალები გაასაჯაროვა
დაჭრა დაკავებისას თბილისში - სპეცსამსახურმა დეტალები გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
დაშავებულმა უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, ნათქვამია განცხადებაში 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T16:20+0400
2023-05-14T16:20+0400
2023-05-14T16:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/64/242826454_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_e57b303c10419b12e68c62a90dcb850c.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2023 წლის 31 მარტიდან იძიებს პოლიციის მიერ თბილისის მაცხოვრებლის დაკავების დროს მის დაჭრის ფაქტს და საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ელოდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.დაკავებულის დაჭრის თემა „ტვ პირველმა“ წამოჭრა. მისი მონაცემებით, იმის გამო, რომ ბრალდებული პოლიციელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის შვილია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აჭიანურებს.საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლა მას შემდეგ გახსნა, რაც ეჭვმიტანილმა, რომელსაც ხელში იარაღის მაგვარი საგნის ეჭირა, გაქცევა სცადა.პირი მსუბუქად დაიჭრა ფეხის არეში.გამოძიების ინფორმაციით, უკვე გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, ასევე შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფი პირებიც.საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაშავებულმა უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. მეტიც, დაშავებულმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.გამოძიების მიერ ამოღებულ, ასევე შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ კვლევის ნიმუშებთან დაკავშირებით, გამოძიებისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ექვსი ექსპერტიზაა დანიშნული. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. ამ დროისთვის გამოძიებას არცერთი ექსპერტიზის პასუხი არ მიუღია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/64/242826454_53:0:1946:1420_1920x0_80_0_0_38998ff0297e3624428ae07aa2044467.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
დაჭრა დაკავებისას თბილისში - სპეცსამსახურმა დეტალები გაასაჯაროვა
დაშავებულმა უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2023 წლის 31 მარტიდან იძიებს პოლიციის მიერ თბილისის მაცხოვრებლის დაკავების დროს მის დაჭრის ფაქტს და საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ელოდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებულის დაჭრის თემა „ტვ პირველმა“ წამოჭრა. მისი მონაცემებით, იმის გამო, რომ ბრალდებული პოლიციელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის შვილია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აჭიანურებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტს მიმდინარე გამოძიების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ამოწურულა და მიმდინარე ექვსი ექსპერტიზიდან არცერთი ექსპერტიზა დასრულებული არ არის, აღნიშნულმა ტელევიზიამ უწყება მიზანმიმართულად საქმის არაჯეროვან გამოძიებასა და გადაწყვეტილების შეგნებულად დაყოვნებაში დაადანაშაულა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჟურნალისტის მცდელობაზე „დანაშაულის დაფარვის“ ცრუ ვერსიებზე საუბრით და არასწორი ინფორმაციების გავრცელებით მოახდინოს საგამოძიებო უწყების დისკრედიტაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლა მას შემდეგ გახსნა, რაც ეჭვმიტანილმა, რომელსაც ხელში იარაღის მაგვარი საგნის ეჭირა, გაქცევა სცადა.
პირი მსუბუქად დაიჭრა ფეხის არეში.
გამოძიების ინფორმაციით, უკვე გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, ასევე შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფი პირებიც.
საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაშავებულმა უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. მეტიც, დაშავებულმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
გამოძიების მიერ ამოღებულ, ასევე შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ კვლევის ნიმუშებთან დაკავშირებით, გამოძიებისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ექვსი ექსპერტიზაა დანიშნული. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. ამ დროისთვის გამოძიებას არცერთი ექსპერტიზის პასუხი არ მიუღია.