https://sputnik-georgia.com/20230513/tbilissi-axali-rvinis-festivali-gaixsna-277639551.html
თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა
თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა
Sputnik საქართველო
ფესტივალის სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას შეძლებენ 13.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-13T16:27+0400
2023-05-13T16:27+0400
2023-05-13T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23787/40/237874099_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_318e65798ceec41b2e3b35849764ef8a.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival 2022) გაიხსნა.ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვის, ამ ღვინოების ავტორების გაცნობისა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.„რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.„ახალი ღვინის ფესტივალი“ დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“ თანხლებით.ღონისძიება 18:00 საათზე დასრულდება. დასწრება თავისუფალია.ფესტივალი 2010 წლიდან სულ უფრო ფართოვდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და სტუმრებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს სთავაზობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23787/40/237874099_201:0:1978:1333_1920x0_80_0_0_5337d4ec7cde036b7aaf6e7872d7cafc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, თბილისი დღეს
თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა
ფესტივალის სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას შეძლებენ
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival 2022) გაიხსნა.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვის, ამ ღვინოების ავტორების გაცნობისა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.
„რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“ თანხლებით.
ღონისძიება 18:00 საათზე დასრულდება. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი 2010 წლიდან სულ უფრო ფართოვდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და სტუმრებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს სთავაზობენ.