სანდრო ბაზაძე მადრიდში მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2023
გამოწერა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელი მე-11-ჯერ გახდა
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მადრიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი ანგარიშით 15:11 დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი იტალიის წარმომადგენელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა.
მადრიდის მსოფლიო თასიდან მოყოლებული (06.05.2022), სანდრო ბაზაძე ზედიზედ უკვე მე-11 პრესტიჟულ ტურნირზე სამეულში შედის (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი).
ყველა ახალი ამბავი
0