Twitter-ს ქალი უხელმძღვანელებს - ილონ მასკმა ახალი დანიშვნის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიTwitter-ის გვერდი
Twitter-ის გვერდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
ახალი გენერალური დირექტორი მუშაობას ექვსი კვირის შემდეგ შეუდგება, ამჟამად Twitter-ს თავად მასკი ხელმძღვანელობს.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ამერიკელმა მეწარმემ, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი Twitter-სთვის ახალი ხელმძღვანელი იპოვა. მასკმა Twitter 2022 წლის შემოდგომაზე შეიძინა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ X/Twitter-სთვის ახალი გენერალური დირექტორი ვიპოვე. ის მუშაობას დაახლოებით ექვს კვირაში შეუდგება“, – დაწერა მასკმა Twitter-ში.

Twitter-ს ამჟამად თავად მასკი ხელმძღვანელობს.
ბიკრობლოგების ამერიკული სერვისი და სოციალური ქსელი Twitter Inc. 2006 წელს დაარსდა. ილონ მასკმა 2022 წლის შემოდგომაზე სოციალური ქსელის შესყიდვაზე 44 მლრდ დოლარიანი გარიგება დაასრულა. 2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა X Corp.-ის მიერ Twitter Inc.-ის მიერთების შესახებ, რომლის შტაბ-ბინა შტატ ნევადაშია.
ყველა ახალი ამბავი
0