https://sputnik-georgia.com/20230512/ruset-ukrainis-konfliqti-277626552.html
მოსაზრება: ვაშინგტონი მრისხანებს - უკრაინა კონტრშეტევას შლის
მოსაზრება: ვაშინგტონი მრისხანებს - უკრაინა კონტრშეტევას შლის
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T21:24+0400
2023-05-12T21:24+0400
2023-05-12T23:09+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277623456_0:184:2987:1864_1920x0_80_0_0_1d89a6020a625a9e11909728eba6720d.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვავაშინგტონი და კიევი ჰგვანან წყვილს განქორწინების წინ, რომლებიც შინ ჩხუბობენ და თეფშებს ამტვრევენ, ხალხში კი სიყვარულის წარმოჩენას ცდილობენ. ბოლო დღეებში კი ყველაფერი ძალიან გაურთულდათ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საჯაროდ მიანიშნა უკრაინელებს, რომ მათ უკვე აქვთ ყველაფერი, რაც კონტრშეტევისთვისაა საჭირო. და ახლა უკვე ბრძოლის დროა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.უკრაინაში ამას არ დაეთანხმნენ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა ფილოსოფიური დისკუსია დაიწყო იმის შესახებ, თითქოს გაუგებარია, რა არის კონტრშეტევის წარმატება, რა ითვლება გამარჯვებად და რა — არა. საგარეო საქმეთა მინისტრი კულებაც იგივეს ამბობს.უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი კი უბრალოდ გაქრა რადარებიდან. ამას წინათ ის ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე უნდა გამოსულიყო და არ გამოვიდა - ონლაინ ფორმატშიც კი. ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც საჯაროდ არ გამოჩენილა. რა დაემართა? რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის დარტყმით მოკლეს? ქალის კაბით ბოსტან-ბოსტან გაიპარა და თავის უცხოურ ანგარიშებს მიუახლოვდა? ჰიტლერივით ბუნკერში იტანჯება?უკრაინული ბორგვა ზელენსკიმ შეაჯამა. დასავლური მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მან თქვა, რომ, ერთი მხრივ, ყველაფერი მზად არის კონტრშეტევისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან შეიძლება უკრაინელებს შორის უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამიტომ ის კონტრშეტევის გადადებას მიიჩნევს საჭიროდ.ჰუმანიზმის ეს უეცარი გაჩენა ადამიანში, რომელსაც ომის დასრულება ერთ წამში შეეძლო, მაგრამ 315.000 მოქალაქის სიკვდილზე გაგზავნა არჩია, საოცარია – ეს მაჩვენებელი ახლახან გამოაცხადა ამერიკული ელიტის წარმომადგენელმა რობერტ კენედიმ.როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ბანდერელების სისასტიკე მათ დასავლელ ბატონებსაც კი აოცებს. „იქ (უკრაინაში) ჩვენ ფენომენალური სისწრაფით ვფლანგავთ ჩვენს რესურსებს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი უბრალოდ ამაზრზენია“, — ამბობს ამერიკელი გენერალი ბლეინ ჰოლტი.თუმცა ზელენსკის ყოველთვის ფეხებზე ეკიდა ადამიანების სიცოცხლე. მისთვის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხორცსაკეპი, რაშიც აუცილებლად გადაიზრდება უკრაინის კონტრშეტევა, მთელი მსოფლიოს თვალწინ იმუშავებს. საწყალი უკრაინელები მასობრივად დაიღუპებიან გაურკვეველი მიზეზით — ისევე, როგორც მთელი გაზაფხულის განმავლობაში იღუპებოდნენ დნეპრის ფორსირების მცდელობებისას. გასაგებია, რომ მათი ახლობლები და ამხანაგები ყველა ამ მსხვერპლზე ანგარიშს ზელენსკის წარუდგენენ. და ის შეშინებულია.თუმცა, უკრაინის ამერიკელ ბატონებს თავიანთი გათვლები აქვთ. იქ რესპუბლიკელები აშშ-ის ომის მანქანას 180 გრადუსით აბრუნებენ. მაგრამ ჩინეთზე თავდასხმამდე ამერიკელებმა უნდა დაასრულონ თავიანთი საქმე ევროპის ოპერაციების თეატრში, ფული მოხვეტონ, შედეგი ანახონ, ათობით მილიარდი დოლარის ანგარიში წარადგინონ, სურათი დახატონ საინფორმაციო სააგენტოებითვის, რომ უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან, რომ აღჭურვილობა მიაწოდეს - ხუთი ათასი სახის იარაღი.ხოლო თუ კონტრშეტევა არ განხორციელდება, საკრალური კითხვა წამოიჭრება: სად არის ფული? და რა მოხდება, თუ ამერიკული ხაზინიდან გაღებულმა მილიარდებმა უკრაინას კი არ მიაღწია, არამედ დემოკრატებმა საკუთარ ჯიბეებში ჩაიტენეს? მაშინ რესპუბლიკელები სასამართლოებში სიარულით დაღლიან შეერთებული შტატების მთელ მმართველ ელიტას და იოლად გაიმარჯვებენ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.და ეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შტატები ძალიან რეალური დეფოლტის ზღვარზეა: რესპუბლიკელები ხარჯების შემცირებას ითხოვენ, უარს ამბობენ სახელმწიფო ვალის ჭერის აწევაზე. ამიტომაა შეშფოთებული ენტონი ბლინკენი, რომელიც ზელენსკის კონტრშეტევისკენ მოუწოდებს. ომი ხომ, როგორც ამბობენ, ყველაფერს ჩამოწერს.ეს ყველაფერი კარგად ესმით კიევში, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეტევაზე წავლენ. მათი სტრატეგია საკმაოდ მარტივია. ათასობით უკრაინელს სასაკლაოზე გაგზავნიან, ამით კიდევ რამდენიმე მილიარდს მოჭრიან, ოფშორებში გადაანაწილებენ და მერე მსოფლიოს დასანახად ატირდებიან: ცოტა მოგვეცით, მეტი გვჭირდებაო.ახლა ისინი დროს წელავენ იმის გათვლით, რომ ბატონებს რაც შეიძლება მეტი სასიკვდილო იარაღი გამოსთხოვონ. ბრიტანელებისგან რაკეტა Storm Shadow-ს მიღებას ელოდებიან, რომელთა ფრენის მანძილი 560 კილომეტრია. ბორელი მათ მილიონი ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა.ბრიტანული რაკეტების რამდენიმე დარტყმა რუსეთის ქალაქებზე, აეროპორტებზე, ყირიმსა და ახალ რეგიონებზე და შესაფერისი სურათიც მზად იქნება დასავლური მედიისთვის.ასე რომ, ზელენსკის რიტუალურმა წუწუნმა არ უნდა მოგვატყუოს. კონტრშეტევა არ გაუქმდება — ის ძალიან მომგებიანია მათთვის, ვინც ომზე ხელს ითბობს. უკრაინას რუსეთს დაუპირისპირებენ მანამ, სანამ ის საბოლოოდ გაქრება, ხოლო ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ გააფთრდება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277623456_129:0:2858:2047_1920x0_80_0_0_41f21eec4cb58d9bac3bfcaaa31259b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ვაშინგტონი და კიევი ჰგვანან წყვილს განქორწინების წინ, რომლებიც შინ ჩხუბობენ და თეფშებს ამტვრევენ, ხალხში კი სიყვარულის წარმოჩენას ცდილობენ. ბოლო დღეებში კი ყველაფერი ძალიან გაურთულდათ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საჯაროდ მიანიშნა უკრაინელებს, რომ მათ უკვე აქვთ ყველაფერი, რაც კონტრშეტევისთვისაა საჭირო. და ახლა უკვე ბრძოლის დროა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
უკრაინაში ამას არ დაეთანხმნენ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა ფილოსოფიური დისკუსია დაიწყო იმის შესახებ, თითქოს გაუგებარია, რა არის კონტრშეტევის წარმატება, რა ითვლება გამარჯვებად და რა — არა. საგარეო საქმეთა მინისტრი კულებაც იგივეს ამბობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი კი უბრალოდ გაქრა რადარებიდან. ამას წინათ ის ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე უნდა გამოსულიყო და არ გამოვიდა - ონლაინ ფორმატშიც კი. ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც საჯაროდ არ გამოჩენილა. რა დაემართა? რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის დარტყმით მოკლეს? ქალის კაბით ბოსტან-ბოსტან გაიპარა და თავის უცხოურ ანგარიშებს მიუახლოვდა? ჰიტლერივით ბუნკერში იტანჯება?
უკრაინული ბორგვა ზელენსკიმ შეაჯამა. დასავლური მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მან თქვა, რომ, ერთი მხრივ, ყველაფერი მზად არის კონტრშეტევისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან შეიძლება უკრაინელებს შორის უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამიტომ ის კონტრშეტევის გადადებას მიიჩნევს საჭიროდ.
ჰუმანიზმის ეს უეცარი გაჩენა ადამიანში, რომელსაც ომის დასრულება ერთ წამში შეეძლო, მაგრამ 315.000 მოქალაქის სიკვდილზე გაგზავნა არჩია, საოცარია – ეს მაჩვენებელი ახლახან გამოაცხადა ამერიკული ელიტის წარმომადგენელმა რობერტ კენედიმ.
როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ბანდერელების სისასტიკე მათ დასავლელ ბატონებსაც კი აოცებს. „იქ (უკრაინაში) ჩვენ ფენომენალური სისწრაფით ვფლანგავთ ჩვენს რესურსებს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი უბრალოდ ამაზრზენია“, — ამბობს ამერიკელი გენერალი ბლეინ ჰოლტი.
თუმცა ზელენსკის ყოველთვის ფეხებზე ეკიდა ადამიანების სიცოცხლე. მისთვის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხორცსაკეპი, რაშიც აუცილებლად გადაიზრდება უკრაინის კონტრშეტევა, მთელი მსოფლიოს თვალწინ იმუშავებს. საწყალი უკრაინელები მასობრივად დაიღუპებიან გაურკვეველი მიზეზით — ისევე, როგორც მთელი გაზაფხულის განმავლობაში იღუპებოდნენ დნეპრის ფორსირების მცდელობებისას. გასაგებია, რომ მათი ახლობლები და ამხანაგები ყველა ამ მსხვერპლზე ანგარიშს ზელენსკის წარუდგენენ. და ის შეშინებულია.
თუმცა, უკრაინის ამერიკელ ბატონებს თავიანთი გათვლები აქვთ. იქ რესპუბლიკელები აშშ-ის ომის მანქანას 180 გრადუსით აბრუნებენ. მაგრამ ჩინეთზე თავდასხმამდე ამერიკელებმა უნდა დაასრულონ თავიანთი საქმე ევროპის ოპერაციების თეატრში, ფული მოხვეტონ, შედეგი ანახონ, ათობით მილიარდი დოლარის ანგარიში წარადგინონ, სურათი დახატონ საინფორმაციო სააგენტოებითვის, რომ უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან, რომ აღჭურვილობა მიაწოდეს - ხუთი ათასი სახის იარაღი.
ხოლო თუ კონტრშეტევა არ განხორციელდება, საკრალური კითხვა წამოიჭრება: სად არის ფული? და რა მოხდება, თუ ამერიკული ხაზინიდან გაღებულმა მილიარდებმა უკრაინას კი არ მიაღწია, არამედ დემოკრატებმა საკუთარ ჯიბეებში ჩაიტენეს? მაშინ რესპუბლიკელები სასამართლოებში სიარულით დაღლიან შეერთებული შტატების მთელ მმართველ ელიტას და იოლად გაიმარჯვებენ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
და ეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შტატები ძალიან რეალური დეფოლტის ზღვარზეა: რესპუბლიკელები ხარჯების შემცირებას ითხოვენ, უარს ამბობენ სახელმწიფო ვალის ჭერის აწევაზე. ამიტომაა შეშფოთებული ენტონი ბლინკენი, რომელიც ზელენსკის კონტრშეტევისკენ მოუწოდებს. ომი ხომ, როგორც ამბობენ, ყველაფერს ჩამოწერს.
ეს ყველაფერი კარგად ესმით კიევში, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეტევაზე წავლენ. მათი სტრატეგია საკმაოდ მარტივია. ათასობით უკრაინელს სასაკლაოზე გაგზავნიან, ამით კიდევ რამდენიმე მილიარდს მოჭრიან, ოფშორებში გადაანაწილებენ და მერე მსოფლიოს დასანახად ატირდებიან: ცოტა მოგვეცით, მეტი გვჭირდებაო.
ახლა ისინი დროს წელავენ იმის გათვლით, რომ ბატონებს რაც შეიძლება მეტი სასიკვდილო იარაღი გამოსთხოვონ. ბრიტანელებისგან რაკეტა Storm Shadow-ს მიღებას ელოდებიან, რომელთა ფრენის მანძილი 560 კილომეტრია. ბორელი მათ მილიონი ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა.
ბრიტანული რაკეტების რამდენიმე დარტყმა რუსეთის ქალაქებზე, აეროპორტებზე, ყირიმსა და ახალ რეგიონებზე და შესაფერისი სურათიც მზად იქნება დასავლური მედიისთვის.
ასე რომ, ზელენსკის რიტუალურმა წუწუნმა არ უნდა მოგვატყუოს. კონტრშეტევა არ გაუქმდება — ის ძალიან მომგებიანია მათთვის, ვინც ომზე ხელს ითბობს. უკრაინას რუსეთს დაუპირისპირებენ მანამ, სანამ ის საბოლოოდ გაქრება, ხოლო ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ გააფთრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე