https://sputnik-georgia.com/20230512/moskovsi-qartuli-freskebis-aslebis-gamofena-gaimarteba-277619977.html
მოსკოვში XII-XIII საუკუნეების ქართული ფრესკების ასლების უნიკალური გამოფენა გაიმართება
მოსკოვში XII-XIII საუკუნეების ქართული ფრესკების ასლების უნიკალური გამოფენა გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიება რუსეთში ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გაიმართება. 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T17:21+0400
2023-05-12T17:21+0400
2023-05-12T22:05+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართული დიასპორა
ახალი ამბები
რუსეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23596/05/235960549_0:454:2027:1594_1920x0_80_0_0_f3aa1430ed5b312ed7e0917406c068f0.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. გამოფენა „ქრისტე ჩვენ შორის – არის, იქნება“, სადაც წარმოდგენილი იქნება XII-XIII საუკუნეების დაკარგული ქართული ფრესკების ასლები, 12 მაისს რუსეთის ხალხთა სახლში გაიხსნება. გამოფენა რუსეთის ქართული დიასპორის დღეებს ეძღვნება, ნათქვამია პროექტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.ქართული დიასპორის დღეებს მოსკოვში 12–26 მაისს გრანდიოზული პროგრამით აღნიშნავენ. დაგეგმილია 20 ღონისძიება: გამოფენები, კონცერტები, კონფერენციები. ასევე იგეგმება რუსეთის ქართული დიასპორის ფორუმის, ახალგაზრდული კონფერენციის, ხუთი კონცერტის, ქართული ცეკვის მესამე ფესტივალის, საბავშვო კონცერტისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.რუსეთის ხლხთა სახლში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ძველი ტაძრების ფრესკების ასლები, რომლებიც გამოჩენილმა რესტავრატორმა ადოლფ ოვჩინიკოვმა შეასრულა.ოვჩინიკოვის ნამუშევრების სრულმასშტაბიანი საგამოფენო პროექტი 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. 60 წლის მუშაობის პერიოდში მან შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უძველესი ტაძრების, ხატების 2 ათასზე მეტი ასლი–რეკონსტრუქციის გაკეთება.რესტავრატორის დაახლოებით 400 ნაწარმოები საქართველოშია შესრულებული.გამოფენა 19 მაისამდე გაგრძელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23596/05/235960549_0:264:2027:1784_1920x0_80_0_0_f667fafe130aac912213aa930f51d5c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული დიასპორა, ახალი ამბები, რუსეთი, კულტურა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული დიასპორა, ახალი ამბები, რუსეთი, კულტურა საქართველოში
მოსკოვში XII-XIII საუკუნეების ქართული ფრესკების ასლების უნიკალური გამოფენა გაიმართება
17:21 12.05.2023 (განახლებულია: 22:05 12.05.2023) ღონისძიება რუსეთში ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. გამოფენა „ქრისტე ჩვენ შორის – არის, იქნება“, სადაც წარმოდგენილი იქნება XII-XIII საუკუნეების დაკარგული ქართული ფრესკების ასლები, 12 მაისს რუსეთის ხალხთა სახლში გაიხსნება. გამოფენა რუსეთის ქართული დიასპორის დღეებს ეძღვნება, ნათქვამია პროექტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ქართული დიასპორის დღეებს მოსკოვში 12–26 მაისს გრანდიოზული პროგრამით აღნიშნავენ. დაგეგმილია 20 ღონისძიება: გამოფენები, კონცერტები, კონფერენციები. ასევე იგეგმება რუსეთის ქართული დიასპორის ფორუმის, ახალგაზრდული კონფერენციის, ხუთი კონცერტის, ქართული ცეკვის მესამე ფესტივალის, საბავშვო კონცერტისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.
რუსეთის ხლხთა სახლში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ძველი ტაძრების ფრესკების ასლები, რომლებიც გამოჩენილმა რესტავრატორმა ადოლფ ოვჩინიკოვმა შეასრულა.
„გამოფენის იდეაა, ვაჩვენოთ, თუ როგორ აერთიანებდა შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა მხატვრული სახეებითა და კულტურით ხალხებს, ქვეყნებს, მიწებს მხსნელი ქრისტეს სახელით. მასშტაბური გამოფენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოვჩინიკოვის ნამუშევრების სრულმასშტაბიანი საგამოფენო პროექტი 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. 60 წლის მუშაობის პერიოდში მან შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უძველესი ტაძრების, ხატების 2 ათასზე მეტი ასლი–რეკონსტრუქციის გაკეთება.
რესტავრატორის დაახლოებით 400 ნაწარმოები საქართველოშია შესრულებული.
გამოფენა 19 მაისამდე გაგრძელდება.