https://sputnik-georgia.com/20230512/bregaze-saakasvilis-mdgomareobaze-misi-garemocva-agebspasuxs-277621869.html
ბრეგაძე: სააკაშვილის მდგომარეობაზე მისი გარემოცვა აგებს პასუხს
ბრეგაძე: სააკაშვილის მდგომარეობაზე მისი გარემოცვა აგებს პასუხს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს: ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ჰყავს... 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T18:43+0400
2023-05-12T18:43+0400
2023-05-12T22:22+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_0:135:1920:1215_1920x0_80_0_0_a243e54b1e6837f31ab0bcffcc753bb3.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს: ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ჰყავს ექიმი და იღებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.მინისტრმა სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელობა მის გარემოცვას დააკისრა, „იმ ადამიანებს, ვინც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით მოიპოვებს თავისუფლებას“. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო სააკაშვილის სარჩელი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ „სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აპრილში მიმართეს და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_28:0:1735:1280_1920x0_80_0_0_e36308fc216be4ed84209f9f238769d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს: ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ჰყავს ექიმი და იღებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
მინისტრმა სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელობა მის გარემოცვას დააკისრა, „იმ ადამიანებს, ვინც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით მოიპოვებს თავისუფლებას“.
„ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი გარემოცვაა, მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ექიმები ეუბნებიან“, — აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო სააკაშვილის სარჩელი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ „სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აპრილში მიმართეს და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.