https://sputnik-georgia.com/20230512/-----277605609.html
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა
Sputnik საქართველო
ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T13:00+0400
2023-05-12T13:00+0400
2023-05-12T20:21+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითობის გზით მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა და ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საფინანსო ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.შემდგომში ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანხის ნაწილი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე ნაწილ-ნაწილ გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1,77 მლნ აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა.საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული.კერძოდ, საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.აღნიშნულმა პირმა თანხის ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც 100 ათასი ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობის გზით დაუფლებისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა
13:00 12.05.2023 (განახლებულია: 20:21 12.05.2023) ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითობის გზით მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა და ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საფინანსო ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
აღნიშნული გზით ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები დაახლოებით 1,82 მლნ დოლარს დაეუფლნენ.
შემდგომში ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანხის ნაწილი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე ნაწილ-ნაწილ გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1,77 მლნ აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული.
კერძოდ, საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.
ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით თანხის საქართველოში მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც ამ საწარმოების კუთვნილ 445 ათას ევროს მოტყუებით დაეუფლა.
აღნიშნულმა პირმა თანხის ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც 100 ათასი ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობის გზით დაუფლებისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.