https://sputnik-georgia.com/20230512/---------277606762.html
ღვინის პროფესიონალებს და მოყვარულებს ქართული ღვინის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ
ღვინის პროფესიონალებს და მოყვარულებს ქართული ღვინის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T13:49+0400
2023-05-12T13:49+0400
2023-05-12T20:32+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_777b28a199ada3a2a554dae2f40f7cce.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა საერთაშორისო სასწავლო პროგრამა „ქართული ღვინო", იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია თბილისში საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გამართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ.მისი თქმით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.როგორც პრეზენტაციაზე ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ.„საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში.2003 წელს შექმნილი საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც 63 ქვეყანას აერთიანებს. GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვ. სომელიეთა ასოციაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_465f9344ade16c5b4fa860bb7c90414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღვინის პროფესიონალებს და მოყვარულებს ქართული ღვინის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ
13:49 12.05.2023 (განახლებულია: 20:32 12.05.2023) ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა საერთაშორისო სასწავლო პროგრამა „ქართული ღვინო", იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია თბილისში საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გამართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ.
„პროგრამის მიზანია, რომ ღვინის პროფესიონალებმა საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართულის ღვინის გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, – განაცხადა ხეცურიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.
როგორც პრეზენტაციაზე ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ.
„საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში.
2003 წელს შექმნილი საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც 63 ქვეყანას აერთიანებს.
GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვ. სომელიეთა ასოციაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს.