როგორი ამინდები გველის ზაფხულში: უტყუარი ხალხური მინიშნებები

© Pixabay / JillWellington
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ამინდთან დაკავშირებული ზოგი ხალხური მინიშნება, მეტეოროლოგების თქმით, ნამდვილად მართლდება, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეები და ცხოველები ტემპერატურის ცვლილებებზე რეაგირებენ, მათ ქცევებზე დაკვირვებით მართლაც შეიძლება მოსალოდნელი ამინდის ამოცნობა. გარდა ამისა, დასკვნების წინასწარ გაკეთება შეიძლება ზოგი ბუნებრივი მოვლენის მიხედვითაც.

ამიტომ, თუ შენიშნეთ, რომ:

გაზაფხულზე
გარეული ბატები დიდ სიმაღლეზე დაფრინავენ — ხშირად იწვიმებს;
ღრუბლები მაღლა-მაღლა ცურავს — კარგი ამინდები იქნება;
ბეღურები ქვიშაში თამაშობენ — იწვიმებს;
კატა იატაკზე წვება — სითბოს დაიჭერს.
ზაფხულში
თუ ჩიტებმა ხმამაღალი ჟრიამული დაიწყეს — გაავდრდება;
თუ ბაყაყები აყიყინდნენ — წვიმაა მოსალოდნელი;
თუ ჩიტები დაბლა ფრენენ — წვიმას ელოდეთ.
შემოდგომით
სექტემბერში ჭექა-ქუხილი თბილი შემოდგომის მაუწყებელია;
თუ სამყურა, გვირილა, ფარსმანდუკი და ბაია გვიან ზაფხულამდე ყვავილობს, ე.ი. შემოდგომაზე თბილად „ჩამტკბარი“ ამინდები იქნება;
თუ ქათმები და სხვა შინაური ფრინველები თავს ფრთის ქვეშ მალავენ — აცივდება;
გვიანი ფოთოლცვენა მკაცრ და ხანგრძლივ ზამთარს მოასწავებს;
მერცხლების დაბლა-დაბლა ფრენა წვიმის ნიშანია;
გვიან შემოდგომაზე კოღოების გამოჩენა მკაცრ ზამთარზე მეტყველებს.
ზამთარში
თუ ყვავი გუბეში ბანაობს — გაავდრდება, ხოლო თუ თავს ფრთის ქვეშ მალავს — სიცივეებს დაიჭერს;
ბეღურების ხმამაღალი ჟივჟივი ქარბუქს მოასწავებს;
თუ ტყის თავზე ცა ლურჯს გადაიკრავს — დათბება;
ხეებმა თუ თრთვილი მოიკიდა — ქარბუქს ელოდეთ;
თუ კატა ცხვირს მალავს — ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ზაფხულის პირველ თვეს — ივნისს, რომელიც უკვე ახლოა, მრავალსაუკუნოვანი დაკვირვებით ადამიანებმა დაადგინეს, რომ:
თუ ივნისის პირველ რიცხვებში ძლიერი წვიმა მოვა, დანარჩენი თვე მშრალი იქნება;
თუ ღამით ბულბულმა დაიწყო გალობა, ე.ი. მეორე დღეს ძლიერი ქარი დაუბერავს;
საღამოს წვიმის შემდეგ ცისარტყელა ხანგრძლივ დარს მოასწავებს;
თუ ტოროლამ ბუდე ხეზე გაიკეთა, ზაფხული წვიმიანი იქნება, ხოლო თუ მიწაზე — ძალიან ცხელი და მშრალი;
თუ ივნისში დილით მზის ამოსვლისას ჩახუთულობაა, ე.ი. დღე მოღრუბლული იქნება;
თუ დილით წყალზე ნისლი წევს, მზიანი ამინდი გამოვა;
თუ აყვავებულ ცირცელზე ბევრმა ფუტკარმა მოიყარა თავი და დიდხანს იბზუილა, ე.ი. მეორე დღეს მზიანი ამინდი იქნება;
თუ ჭიანჭველები ბუდის ახლოს ფუსფუსებენ, დარი იქნება;
თუ ბალახმა ღამით ცვარი არ მოიკიდა, წვიმა მოვა;
თუ მდინარეებსა და ტბებში წყალი ძალიან სუფთა გახდა, მეორე დღისთვის ქოლგები მოიმზადეთ — გაწვიმდება;
თუ ჩიტებმა გუნდ-გუნდად დაბლა დაიწყეს ფრენა, აუცილებლად გაწვიმდება, თანაც იმავე დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0