თბილისის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოტრანსპორტი
ავტოტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოებია.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისის ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 მაისიდან იზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს ბორის კუფტინის ქუჩის №7-დან ლერმონტოვის ქუჩის №3-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილ სამუშაოებთან არის დაკავშირებული და ის 11 მაისის 08:00-დან 13 მაისის 08:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტი აღნიშნული ქუჩების მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. მოძრაობა დასაშვები იქნება კუფტინის ქუჩიდან გია აბესაძის ქუჩის, ხოლო აბესაძის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0