https://sputnik-georgia.com/20230510/saqartvelos-aziis-qveynebidan-rvinis-profesionalebi-estumrnen-277538769.html
საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
Sputnik საქართველო
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T17:17+0400
2023-05-10T17:17+0400
2023-05-10T21:57+0400
ქართული ღვინო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269808353_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_7e152e865811b386f5f40175a9794a0f.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-კაციან ჯგუფში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ. მათ ტურის ფარგლებში ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს. სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც ZERO COMPROMISE, სადაც 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. უწყების ინფორმაციით, აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269808353_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_9d56adeb0f4731b1e3b2a61fc3a7aa68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
17:17 10.05.2023 (განახლებულია: 21:57 10.05.2023) ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 14-კაციან ჯგუფში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ. მათ ტურის ფარგლებში ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს. სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც ZERO COMPROMISE, სადაც 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას გაეცნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულ ღვინოებზე მუშაობისას შესამჩნევია ხარისხის საოცარი ზრდა, საერთაშორისო გემოს და სტილის გაცნობიერება, ასევე ეტიკეტების, წარდგენის სიზუსტე", – აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
უწყების ინფორმაციით, აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.