https://sputnik-georgia.com/20230510/abu-dabisi-sainvesticoio-forumze-saqartvelos-potencials-gaecnobian-277523161.html
აბუ-დაბიში საინვესტიციო ფორუმის სტუმრებს საქართველოს შესაძლებლობებს გააცნობენ
აბუ-დაბიში საინვესტიციო ფორუმის სტუმრებს საქართველოს შესაძლებლობებს გააცნობენ
Sputnik საქართველო
ფორუმის ძირითადი თემაა „საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის... 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T12:41+0400
2023-05-10T12:41+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე AIM 2023 საქართველოს პოტენციალს წარადგენს. ფორუმზე საქართველო წარმოდგენილია სპეციალური სტენდით. სტუმრებს შეუძლიათ გაიგონ მეტი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო, საქმიანი და ეკონომიკური გარემოს შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე. გარდა ამისა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს წარადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20 კომპანიის წინაშე, ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელზე სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის". საინვესტიციო ფორუმი წელს სამი დღე გაგრძელდება. ფორუმის ძირითადი თემაა "საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".დავითაშვილი: საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია>> AIM Forum წელს მეთორმეტედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები ფორუმზე 20 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , აწარმოე საქართველოში
აბუ-დაბიში საინვესტიციო ფორუმის სტუმრებს საქართველოს შესაძლებლობებს გააცნობენ
12:41 10.05.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) ფორუმის ძირითადი თემაა „საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე AIM 2023 საქართველოს პოტენციალს წარადგენს.
ფორუმზე საქართველო წარმოდგენილია სპეციალური სტენდით. სტუმრებს შეუძლიათ გაიგონ მეტი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო, საქმიანი და ეკონომიკური გარემოს შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე.
გარდა ამისა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს წარადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20 კომპანიის წინაშე, ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელზე სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის".
საინვესტიციო ფორუმი წელს სამი დღე გაგრძელდება. ფორუმის ძირითადი თემაა "საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".
AIM Forum წელს მეთორმეტედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები ფორუმზე 20 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.