https://sputnik-georgia.com/20230510/------277548100.html
ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა
ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა
Sputnik საქართველო
ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელიც American Idol-ში მოხვდა და რამდენიმე ეტაპი გაიარა. იგი პროექტის საუკეთესო კონკურსანტების ტოპ-12-ში... 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T22:00+0400
2023-05-10T22:00+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276814703_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_41ea2ecd133fef5134d19f1108b210a9.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".ბუზალაძემ დიდ წარმატებას მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. შოუში მონაწილეობისას ქართველი მომღერალი ამერიკულმა კომპანიამ შენიშნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი კომპანია დაიტერესდა ბუზალაძით. თუმცა, ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ უკვე მუშაობს ახალ ამერიკულ ალბომზე.ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276814703_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_ac1d46f68802599faec2f026c63cae79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა
22:00 10.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელიც American Idol-ში მოხვდა და რამდენიმე ეტაპი გაიარა. იგი პროექტის საუკეთესო კონკურსანტების ტოპ-12-ში მოხვდა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ბუზალაძემ დიდ წარმატებას მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. შოუში მონაწილეობისას ქართველი მომღერალი ამერიკულმა კომპანიამ შენიშნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი კომპანია დაიტერესდა ბუზალაძით. თუმცა, ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ უკვე მუშაობს ახალ ამერიკულ ალბომზე.
„მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამერიკაში ყოფნა და ამ პროექტში მონაწილეობა. ძალიან ბედნიერი ვარ, ახდა ის, რაზეც ბავშვობაში ასე ვოცნებობდი!" – განაცხადა ბუზალაძემ.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.