მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინა ნატოში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე ელოდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის ნატოს სამიტში მხოლოდ ოფიციალური შეხვედრის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეპანიშინამ.

„თუ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას სამიტში, ეს იქნება მხოლოდ ოფიციალური შეხვედრის ფორმატში. როგორც გახსოვთ, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინა-ნატოს კომისიის შეხვედრა ლიდერების დონეზე, მინისტრების დონეზე. ამიტომ უკრაინის ლიდერები, პრეზიდენტი, არაოფიციალურ სტუმრად მიიწვიეს. ეს ის არ არის, რაც ზოგადად შესაძლებელია“, — განაცხადა სტეპანიშინამ.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ სამიტზე უკრაინა დადებით პოლიტიკურ სიგნალებს მიიღებს ნატოსგან.

„არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ უკრაინა ნატოში არ მიიწვიონ. ეს სრულიად შესაძლებელია და ამ მიწვევას ვილნიუსის სამიტზე ველოდებით. იმედი მაქვს, რომ მოკავშირეები მზად იქნებიან ამ საკითხის სამიტზე განსახილველად“, — აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ნატოს სამიტი ვილნიუსში მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გაიმართება.
როგორც მანამდე განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში ესმით, რომ ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი ომის პერიოდში, თუმცა საჭიროა მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ეს სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0