https://sputnik-georgia.com/20230509/trombis-winaswari-nisnebi-277491247.html
როგორ ამოვიცნოთ თრომბი: დასახელდა წინმსწრები ნიშნები
როგორ ამოვიცნოთ თრომბი: დასახელდა წინმსწრები ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თრომბის სიმპტომები, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, იოლად შეიძლება აგერიოთ რაღაც უფრო ნაკლებად სერიოზულში, მაგალითად... 09.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-09T18:29+0400
2023-05-09T18:29+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271272240_107:0:1814:960_1920x0_80_0_0_917b023cddb36fdbfdb121fb7890c072.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თრომბის სიმპტომები, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, იოლად შეიძლება აგერიოთ რაღაც უფრო ნაკლებად სერიოზულში, მაგალითად, კუნთების დაჭიმვაში, წერს გამოცემა Express ორგანიზაცია National Blood Clot Alliance-ის სპეციალისტებზე დაყრდნობით.გამოცემა განმარტავს, რომ თრომბი ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს გულის, ტვინისა და ფილტვების სისხლძარღვებშიც, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.სპეციალისტების თქმით, ღრმა ვენების თრომბოზი ხასიათდება ფეხის ან ხელის შეშუპებით. ამასთან მას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება, რაც ძალიან ჰგავს კუნთის დაჭიმვას.გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, დაზიანებული უბნის გარშემო კანმა შეიძლება ფერი შეიცვალოს და მოლურჯო ან წითელი გახდეს. ამასთან ზოგ პაციენტს ასეთ დროს ხელები და ფეხები ჩვეულებრივზე უფრო თბილი აქვს.რაც შეეხება ფილტვებში განვითარებულ თრომბს, ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია მოულოდნელი დისპნოე (სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება), ზოგი პაციენტი ასევე განიცდის მწვავე ტკივილს მკერდის არეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება სუნთქვისას.გარდა ამისა, ფილტვებში თრომბის განვითარებაზე ასევე მიანიშნებს სისხლიანი ლორწო ხველებისას.ექიმები ხაზს უსვამენ, რომ თრომბის რისკის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია: ჭარბწონიანობა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ერთ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271272240_320:0:1600:960_1920x0_80_0_0_0f46e839b89ffebff6866650d7a3dd68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თრომბის სიმპტომები, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, იოლად შეიძლება აგერიოთ რაღაც უფრო ნაკლებად სერიოზულში, მაგალითად, კუნთების დაჭიმვაში, წერს გამოცემა
Express ორგანიზაცია National Blood Clot Alliance-ის სპეციალისტებზე დაყრდნობით.
გამოცემა განმარტავს, რომ თრომბი ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს გულის, ტვინისა და ფილტვების სისხლძარღვებშიც, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
სპეციალისტების თქმით, ღრმა ვენების თრომბოზი ხასიათდება ფეხის ან ხელის შეშუპებით. ამასთან მას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება, რაც ძალიან ჰგავს კუნთის დაჭიმვას.
გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, დაზიანებული უბნის გარშემო კანმა შეიძლება ფერი შეიცვალოს და მოლურჯო ან წითელი გახდეს. ამასთან ზოგ პაციენტს ასეთ დროს ხელები და ფეხები ჩვეულებრივზე უფრო თბილი აქვს.
თუ აქედან რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა სასწრაფო მკურნალობა გჭირდებოდეთ, გვირჩევენ სპეციალისტები.
რაც შეეხება ფილტვებში განვითარებულ თრომბს, ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია მოულოდნელი დისპნოე (სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება), ზოგი პაციენტი ასევე განიცდის მწვავე ტკივილს მკერდის არეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება სუნთქვისას.
გარდა ამისა, ფილტვებში თრომბის განვითარებაზე ასევე მიანიშნებს სისხლიანი ლორწო ხველებისას.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ თრომბის რისკის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია: ჭარბწონიანობა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ერთ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა.