TasteAtlas: თბილისი იმ 50 რჩეულ ქალაქს შორისაა, სადაც ადგილობრივი კერძები უნდა გასინჯოთ

© courtesy of Masterchef Georgiaხინკალი შოუ "მასტერ–შეფის" მზარეულებისგან
ხინკალი შოუ მასტერ–შეფის მზარეულებისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანებისა და გასტრონომების შეფასებითაა შედგენილი.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. თბილისი მსოფლიოს იმ 50 რჩეულ ქალაქს შორის მოხვდა, სადაც, კულინარიული გზამკვლევის Taste Atlas-ის რეკომენდაციით, ადგილობრივი სამზარეულო და კერძები უნდა გასინჯოთ.
პორტალი ქართული კერძებიდან რეკომენდაციას უწევს ხინკალს, ხაჭაპურს, მწვადს, ლობიოს და ხარჩოს.
რაც შეეხება ადგილებს, სადაც საუკეთესო ქართული კერძებია, Taste Atlas ასახელებს „ფუნიკულიორის კომპლექსს“, „სალობიე ბიას“ და „მასპინძელოს“.

„საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც ცნობილია თავისი თვალწარმტაცი ადგილებით, ეკლექტიკური არქიტექტურითა და მდიდარი ისტორიით, ათასწლეულზე მეტს ითვლის. თბილისის ტრადიციული საკვები ხასიათდება მრავალფეროვანი გემოთი“, – აღნიშნულია სტატიაში.

პორტალის ინფორმაციით, უნიკალურია ტრადიციული ქართული ქეიფიც, რომელიც გამორჩეულია კერძების, ღვინისა და სადღეგრძელოების მრავალფეროვნებით.
აღსანიშნავია, რომ 50 რჩეული ქალაქის პირველ ათეულში ოთხი იტალიურია ქალაქია. ათეული კი ასე გამოიყურება: ფლორენცია, რომი, ლიმა, ნეაპოლი, ჰონკონგი, მეხიკო, ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო და მილანი.
TasteAtlas-ის რეიტინგი შედგენილია გურმანებისა და გასტრონომების შეფასებით. TasteAtlas-ის პლატფორმაზე წარმოდგენილია 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელი.
ყველა ახალი ამბავი
0