https://sputnik-georgia.com/20230509/salva-papuasvilis-komentari-evropeli-social-demokratebis-gancxadebaze-277517151.html
პაპუაშვილი: ეს იგივეა, რომ გვითხრან, ილიას ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთანო
პაპუაშვილი: ეს იგივეა, რომ გვითხრან, ილიას ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთანო
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება, იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი... 09.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-09T21:49+0400
2023-05-09T21:49+0400
2023-05-11T14:35+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება, იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრმა „ევროპელმა სოციალისტებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ ღარიბაშვილის მოქმედებას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ივნისში პარტიაში შეფასება მიეცემა „ქართული ოცნების“ სტატუსს.როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოსა და რწმენაზე და ამიტომ მისთვის გასაკვირია, როდესაც ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ამგვარ ღირებულებებს ევროპასთან არაფერი აქვს საერთო. ევროპელი სოციალისტების პარტია აერთიანებს ევროკავშირის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. მასში 32 სრულფასოვანი წევრი პარტიაა, 14 – ასოცირებული პარტია და 14 – დამკვირვებელი.ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტია“ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, პოლიტიკა
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება, იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრმა „ევროპელმა სოციალისტებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ ღარიბაშვილის მოქმედებას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ივნისში პარტიაში შეფასება მიეცემა „ქართული ოცნების“ სტატუსს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოსა და რწმენაზე და ამიტომ მისთვის გასაკვირია, როდესაც ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ამგვარ ღირებულებებს ევროპასთან არაფერი აქვს საერთო.
,,ძალიან გამიკვირდა, როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. <...> ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას აჩვენებს – მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპელი სოციალისტების პარტია აერთიანებს ევროკავშირის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. მასში 32 სრულფასოვანი წევრი პარტიაა, 14 – ასოცირებული პარტია და 14 – დამკვირვებელი.
ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტია“ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს წარმოადგენს.