https://sputnik-georgia.com/20230508/vanis-muze4ums-evropis-muzeumebis-forumis-prizi-gadaeca-277468457.html
ვანის მუზეუმს ევროპის მუზეუმების ფორუმის პრიზი გადაეცა
ვანის მუზეუმს ევროპის მუზეუმების ფორუმის პრიზი გადაეცა
Sputnik საქართველო
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაარსდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T21:16+0400
2023-05-08T21:16+0400
2023-05-08T23:01+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/67/246306789_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f800460e9f53e89ddd2eaa7dc0857ce3.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს წლის საუკეთესო ევროპის მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში პრიზი გადაეცა, ნათქვამია ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museums Forum) ვებ-გვერდზე.ევროპის მუზეუმების ყოველწლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე (EMYA 2023), რომელიც 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.კერძოდ, ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ფორუმზე მიიღო სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვანის მუზეუმი ცდილობს გაზარდოს ცნობიერება საზოგადოებრივ, კულტურისა და განათლების ფართო საკითხებზე.„მუზეუმი გვთავაზობს უამრავ პროგრამას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა აუდიტორიის და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა“, – ნათქვამია სტატიაში.აღნიშნულ დაჯილდოებაზე საქართველოდან მეორე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ მოიპოვა.ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. მუზეუმი 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ.აღ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.ილია ჭავჭავაძის მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ფორუმზე პრიზი მოიპოვა>>მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ.აღ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.მუზეუმის ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა, მის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეები. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები – კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვ.„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/67/246306789_251:0:1751:1125_1920x0_80_0_0_d7292f1d4190446f6477af04171270d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ესპანეთი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ესპანეთი
ვანის მუზეუმს ევროპის მუზეუმების ფორუმის პრიზი გადაეცა
21:16 08.05.2023 (განახლებულია: 23:01 08.05.2023) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაარსდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს წლის საუკეთესო ევროპის მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში პრიზი გადაეცა, ნათქვამია ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museums Forum) ვებ-გვერდზე.
ევროპის მუზეუმების ყოველწლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე (EMYA 2023), რომელიც 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კერძოდ, ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ფორუმზე მიიღო სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“.
„მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას – რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს“, – ნათქვამია ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვანის მუზეუმი ცდილობს გაზარდოს ცნობიერება საზოგადოებრივ, კულტურისა და განათლების ფართო საკითხებზე.
„მუზეუმი გვთავაზობს უამრავ პროგრამას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა აუდიტორიის და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა“, – ნათქვამია სტატიაში.
აღნიშნულ დაჯილდოებაზე საქართველოდან მეორე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ მოიპოვა.
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. მუზეუმი 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.
ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ.აღ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ.აღ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.
მუზეუმის ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა, მის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეები. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები – კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვ.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.
კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.