https://sputnik-georgia.com/20230508/vakis-parksi-ukrainis-drosis-vamoxevistvis-erti-piri-daajarimes-277470398.html
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის გამო ერთი პირი დაჯარიმდა
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის გამო ერთი პირი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T22:42+0400
2023-05-08T22:42+0400
2023-05-08T23:13+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/60/248536056_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_a5e964b7a5f89f037d5c45f5e59f1706.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თბილისში, ვაკის პარკში 7 მაისს უკრაინის დროშა ჩამოხია, 1 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის, იუწყება „პირველი არხი“.ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხევს უკრაინის დროშას უცნობი პირი, ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარმა“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მამაკაცმა კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს მამაკაცი კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნდა.ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით.ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა დროშა ადგილზე უკვე დააბრუნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/60/248536056_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_a3df0786954e3d60a88fc1bcdff9e613.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის გამო ერთი პირი დაჯარიმდა
22:42 08.05.2023 (განახლებულია: 23:13 08.05.2023) მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თბილისში, ვაკის პარკში 7 მაისს უკრაინის დროშა ჩამოხია, 1 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის, იუწყება „პირველი არხი“.
ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხევს უკრაინის დროშას უცნობი პირი, ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარმა“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მამაკაცმა კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს მამაკაცი კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნდა.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით.
ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა დროშა ადგილზე უკვე დააბრუნეს.