https://sputnik-georgia.com/20230508/telegram-catebsi-saidumlo-masalebi-iyideba-277434192.html
Financial Times: Telegram-ის ჩატებში საიდუმლო დოკუმენტები იყიდება
Financial Times: Telegram-ის ჩატებში საიდუმლო დოკუმენტები იყიდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მესენჯერ Telegram-ის ჩატებში, მათ შორის რუს ჰაკერებთან დაკავშირებულებში, მასიურად იყიდება აშშ-ის სამთავრობო უწყებების საიდუმლო... 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T11:21+0400
2023-05-08T11:21+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0d/250604638_0:0:3002:1690_1920x0_80_0_0_0088b75a48a560009a79a491f763eb31.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მესენჯერ Telegram-ის ჩატებში, მათ შორის რუს ჰაკერებთან დაკავშირებულებში, მასიურად იყიდება აშშ-ის სამთავრობო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები, იუწყება გაზეთი Financial Times (FT).კერძოდ, საუბარია ცოტა ხნის წინ დაკავებული ჯეკ ტეიშეირას მიერ გავრცელებულ მასალებზე და ასევე სხვა დოკუმენტებზე. მათ შორისაა FT-ს მიერ აღმოჩენილი პირადი საუბრები აშშ-ის სამართალდამცველ უწყებებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის.როგორც FT-ს ჰაკერებმა განუცხადეს, მათ მიერ აღმოჩენილი ჩატები, სადაც საიდუმლო დოკუმენტებით ვაჭრობენ, „მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“. მათი თქმით, საიდუმლო ჩატში, რომელში გაწევრიანებასაც შესაძლოა წლები დასჭირდეს, „საუკეთესო მასალები“ ამერიკული და ევროპული კომერციული მონაცემების საფასურად იყიდება. ესენია: ელექტრონული წერილები, სოცდაზღვევის ბარათების ნომრები, საკრედიტო ბარათები.ერთ-ერთმა ჰაკერმა გამოცემის ჟურნალისტებს აჩვენა იმ პროცესის საწყისი კოდის ნიმუში, პარამეტრები და ტესტური მონაცემები, რომელიც ამერიკული ჯავშანტექნიკის ჯავშნის გაძლიერების პროცესს აღწერს.ამასთან, გაზეთის ცნობით, ერთ-ერთმა ანონიმმა მყიდველმა ჩატში იკითხა, ხომ არ ჰქონდა ვინმეს იმ ადამიანების ახალი სია, ვისაც აშშ-ში თვითმფრინავით შესვლა ეკრძალება. ამ კითხვაზე ერთ-ერთმა სხვა მომხმარებელმა მყიდველს უპასუხა, პირადი შეტყობინებები შეემოწმებინა.აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების ფართომასშტაბიანი გაჟონვის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ეხებოდა რუსეთის „სპეცოპერაციას“ და უკრაინის კონტრშეტევას. გაჟონვაში ეჭვმიტანილი და დაკავებულია 21 წლის ჯეკ ტეიშეირა, რომელიც ჩატ Discord-ში აქვეყნებდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებს, საიდანაც შემდეგ ინტერნეტით გავრცელდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0d/250604638_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_f7a7ee9576246afd9ed2e648ef3dea83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მესენჯერ Telegram-ის ჩატებში, მათ შორის რუს ჰაკერებთან დაკავშირებულებში, მასიურად იყიდება აშშ-ის სამთავრობო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები, იუწყება გაზეთი
Financial Times (FT).
კერძოდ, საუბარია ცოტა ხნის წინ დაკავებული ჯეკ ტეიშეირას მიერ გავრცელებულ მასალებზე და ასევე სხვა დოკუმენტებზე. მათ შორისაა FT-ს მიერ აღმოჩენილი პირადი საუბრები აშშ-ის სამართალდამცველ უწყებებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის.
როგორც FT-ს ჰაკერებმა განუცხადეს, მათ მიერ აღმოჩენილი ჩატები, სადაც საიდუმლო დოკუმენტებით ვაჭრობენ, „მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“.
მათი თქმით, საიდუმლო ჩატში, რომელში გაწევრიანებასაც შესაძლოა წლები დასჭირდეს, „საუკეთესო მასალები“ ამერიკული და ევროპული კომერციული მონაცემების საფასურად იყიდება. ესენია: ელექტრონული წერილები, სოცდაზღვევის ბარათების ნომრები, საკრედიტო ბარათები.
ერთ-ერთმა ჰაკერმა გამოცემის ჟურნალისტებს აჩვენა იმ პროცესის საწყისი კოდის ნიმუში, პარამეტრები და ტესტური მონაცემები, რომელიც ამერიკული ჯავშანტექნიკის ჯავშნის გაძლიერების პროცესს აღწერს.
ამასთან, გაზეთის ცნობით, ერთ-ერთმა ანონიმმა მყიდველმა ჩატში იკითხა, ხომ არ ჰქონდა ვინმეს იმ ადამიანების ახალი სია, ვისაც აშშ-ში თვითმფრინავით შესვლა ეკრძალება. ამ კითხვაზე ერთ-ერთმა სხვა მომხმარებელმა მყიდველს უპასუხა, პირადი შეტყობინებები შეემოწმებინა.
აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების ფართომასშტაბიანი გაჟონვის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ეხებოდა რუსეთის „სპეცოპერაციას“ და უკრაინის კონტრშეტევას. გაჟონვაში ეჭვმიტანილი და დაკავებულია 21 წლის ჯეკ ტეიშეირა, რომელიც ჩატ Discord-ში აქვეყნებდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებს, საიდანაც შემდეგ ინტერნეტით გავრცელდა.