https://sputnik-georgia.com/20230508/saapelacio-sasamartlom-jurnalistebze-zaladobis-saqmeze-brali-daamzima-277469334.html
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდება დაამძიმა
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდება დაამძიმა
Sputnik საქართველო
თბილისში 2021 წლის 5 და 6 ივლისის მოვლენების საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T21:52+0400
2023-05-08T21:52+0400
2023-05-08T23:05+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/03/231980395_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b664215ce6d5317237b93c4e048e906c.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამკაცრა ბრალდება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე ორი მოქალაქის მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან „პირველი არხის“ ჟურნალისტ ილია თვალიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამო.ბრალდებამ სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულებს თითოეულს ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის განზრახ მიყენებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.უფრო ადრე პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს „ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.ერთ-ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო წარუაშვილზე ძებნა გამოაცხადეს.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებულის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.თბილისში 2021 წლის 5–6 ივლისს განვითარებული მოვლენების საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.5 ივლისის აქციაზე „პირველი არხის“ ნაცემი ოპერატორი ცალი თვალით დაბრმავდა>>ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/03/231980395_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_bdbc4e2cdbc0e68bb67df7121132c509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდება დაამძიმა
21:52 08.05.2023 (განახლებულია: 23:05 08.05.2023) თბილისში 2021 წლის 5 და 6 ივლისის მოვლენების საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამკაცრა ბრალდება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე ორი მოქალაქის მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან „პირველი არხის“ ჟურნალისტ ილია თვალიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამო.
ბრალდებამ სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულებს თითოეულს ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის განზრახ მიყენებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უფრო ადრე პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს „ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ერთ-ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო წარუაშვილზე ძებნა გამოაცხადეს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი შვიდი ბრალდებულიდან ორ ბრალდებულს დაუმძიმდა ბრალდება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებულის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
თბილისში 2021 წლის 5–6 ივლისს განვითარებული მოვლენების საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.