„მგზავრები" თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Oto Edisherashviliჯგუფი MGZAVREBI
ჯგუფი MGZAVREBI  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართული ფოლკლორული როკ-ჯგუფი „მგზავრები" თბილისის კლუბ Mono Hall-ში 1 ივნისს კონცერტს გამართავს.
კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ როგორც ძველი ჰიტები, ისე ახალი სიმღერები ჯგუფის ბოლო ალბომიდან Kamara.
Kamara – ჯგუფის რიგით მერვე ალბომია, რომელიც 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოვიდა. იგი არის ავტორების მადლიერების გამოხატვა მშობლების მიმართ, რომლებმაც რთული პერიოდის მიუხედავად ბედნიერი ბავშვობის პერიოდი აჩუქეს.
ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმები, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.
ჯგუფი ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0