https://sputnik-georgia.com/20230508/-------277453391.html
ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა გაიზრდება
ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა გაიზრდება
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტი ძირითადად ძაღლების მოშენებისა და პატრონობის საკითხს შეეხება. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T18:49+0400
2023-05-08T18:49+0400
2023-05-08T22:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252643481_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_84b574f3f707990ed3f65101402909d5.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ძაღლების ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.კანონპროექტის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებას, ამჟამად არსებული გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, პირის 150 ლარით დაჯარიმება მოჰყვება.თუ ცხოველის პატრონი წლის მანძილზე კანონს განმეორებით დაარღვევს, იგი 300 ლარით დაჯარიმდება.ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.პარლამენტში საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაზუსტდება ძაღლების ჯიშები, რომლებიც მეპატრონეებმა აუცილებლად საბელით ან ალიკაპით უნდა გაასეირნონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252643481_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_63cdec66d2c9b019d7acda25296e2f8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა გაიზრდება
18:49 08.05.2023 (განახლებულია: 22:13 08.05.2023) წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტი ძირითადად ძაღლების მოშენებისა და პატრონობის საკითხს შეეხება.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ძაღლების ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.
კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.
კანონპროექტის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებას, ამჟამად არსებული გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, პირის 150 ლარით დაჯარიმება მოჰყვება.
თუ ცხოველის პატრონი წლის მანძილზე კანონს განმეორებით დაარღვევს, იგი 300 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.
პარლამენტში საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაზუსტდება ძაღლების ჯიშები, რომლებიც მეპატრონეებმა აუცილებლად საბელით ან ალიკაპით უნდა გაასეირნონ.