https://sputnik-georgia.com/20230508/-----------277449371.html
სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იმიტაცია - ვაშაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე
სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იმიტაცია - ვაშაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებასთან... 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T17:10+0400
2023-05-08T17:10+0400
2023-05-08T21:44+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_f33592a178b571183cf09d2df4fed6f6.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სპეცოპერაცია იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი იმიტაცია.5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, თაღლითობით იყო დაკავებული. მედიის ცნობით, ოფისი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოს დავით არახამიას ეკუთვნის.საინფორმაციო საშუალებები საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შენობას ჰყავს რამდენიმე მფლობელი, რომელთა შორისაა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე. მედიის მტკიცებით, ოფისი, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, დავით ვაშაძემ არახამიას ძმას იჯარით გადასცა.დავით ვაშაძემ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს იმ ოფისთან, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული, ასევე არ აქვს ინფორმაცია, ვინ იქირავა შენობის მესამე სართული.„არ უნდა გაგვიკვირდეს" - დეპუტატი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის სავარაუდო ფიგურანტებზე>>>ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროპაგანდისტული მედია-საშუალებები ქოლ-ცენტრების თემის გამოყენებით მიზანმიმართულად აყენებენ ზიანს როგორც მის და მისი ოჯახის, ისე ოპოზიციური ჯგუფის რეპუტაციას.პოლიტიკოსის თქმით, მას აქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, 13 მარტს, სავარაუდოდ, სუსის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამიამ დაარეგისტრირა კომპანია „ლაიენ 7 გრუპი", რომელმაც შემდეგ დაიქირავა ფართი იმ შენობაში, სადაც მისი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს.ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული შენობის მეპატრონეებს და დირექტორ ლომგულ ჭკუასელს უთხრეს, რომ შენობაში სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა.„ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხნის მანძილზე მისი იჯარით გაცემა ვერ შეძლეს. შესაბამისად, გამქირავებელს ეჭვი არ გასჩენია და ოფისი ვინმე არახამიას მიაქირავა", – აღნიშნა ვაშაძემ.ოპოზიციონერის თქმით, სპეცოპერაციამდე სამი კვირით ადრე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული ქოლ-ცენტრი მასთან იყო დაკავშირებული.მისი თქმით, „ქართული ოცნების" მიერ მართული ტელეკომპანიების და „სუსის მიერ დავერბოვკებული ექსპერტების" მიერ ხდება გარკვეული ინფორმაციის ტირაჟირება. „ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლ-ცენტრთან. ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სუსმა. და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, ვერავინ პოულობს. როგორც ამბობენ, ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიყვანეს", – აღნიშნა ვაშაძემ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე განახორციელა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.საქართველოს პროკურატურის მონაცემებისაუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.სპეცოპერაცია თბილისში: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ახალი დეტალები>>>საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.ВВС-ს სკანდალური გამოძიებაბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_a28d02b762f666856b297a42142234d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სპეცოპერაცია იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი იმიტაცია.
5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, თაღლითობით იყო დაკავებული. მედიის ცნობით, ოფისი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოს დავით არახამიას ეკუთვნის.
საინფორმაციო საშუალებები საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შენობას ჰყავს რამდენიმე მფლობელი, რომელთა შორისაა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე. მედიის მტკიცებით, ოფისი, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, დავით ვაშაძემ არახამიას ძმას იჯარით გადასცა.
დავით ვაშაძემ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს იმ ოფისთან, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული, ასევე არ აქვს ინფორმაცია, ვინ იქირავა შენობის მესამე სართული.
ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროპაგანდისტული მედია-საშუალებები ქოლ-ცენტრების თემის გამოყენებით მიზანმიმართულად აყენებენ ზიანს როგორც მის და მისი ოჯახის, ისე ოპოზიციური ჯგუფის რეპუტაციას.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენო, თუ როგორ იყო რეალურად დაგეგმილი ეს პროვოკაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების და სხვა სპეცსამსახურების მიერ, როგორ არიან ჩართული პროპაგანდისტულ პროვოკაციაში ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები, რომელთაც აკონტროლებს „ქართული ოცნება", – განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მას აქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, 13 მარტს, სავარაუდოდ, სუსის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამიამ დაარეგისტრირა კომპანია „ლაიენ 7 გრუპი", რომელმაც შემდეგ დაიქირავა ფართი იმ შენობაში, სადაც მისი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული შენობის მეპატრონეებს და დირექტორ ლომგულ ჭკუასელს უთხრეს, რომ შენობაში სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა.
„ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხნის მანძილზე მისი იჯარით გაცემა ვერ შეძლეს. შესაბამისად, გამქირავებელს ეჭვი არ გასჩენია და ოფისი ვინმე არახამიას მიაქირავა", – აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციონერის თქმით, სპეცოპერაციამდე სამი კვირით ადრე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული ქოლ-ცენტრი მასთან იყო დაკავშირებული.
„უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცველ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, იყო თუ არა იქ ქოლ-ცენტრი ან რაიმე სხვა ოფისი", – აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" მიერ მართული ტელეკომპანიების და „სუსის მიერ დავერბოვკებული ექსპერტების" მიერ ხდება გარკვეული ინფორმაციის ტირაჟირება.
„ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლ-ცენტრთან. ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სუსმა. და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, ვერავინ პოულობს. როგორც ამბობენ, ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიყვანეს", – აღნიშნა ვაშაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე განახორციელა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.