https://sputnik-georgia.com/20230507/rusetma-diversiis-mcdeloba-arkveta-277425954.html
აღკვეთილია დივერსიის მცდელობა: რუსეთის სპეცსამსახურის განცხადება
აღკვეთილია დივერსიის მცდელობა: რუსეთის სპეცსამსახურის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსია აღკვეთეს... 07.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-07T19:07+0400
2023-05-07T19:07+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/12/251497001_467:148:3077:1616_1920x0_80_0_0_b44a4007713a1d439f98b2828f66a4eb.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსია აღკვეთეს, რომელსაც უკრაინული დაზვერვა დრონების გამოყენებით ცდილობდა, იტყობინება რუსული სპეცსამსახური.რუსული მხარის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სავარაუდოდ რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები — A-50-ები უნდა ყოფილიყო.როგორც „ეფ-ეს-ბე“ აცხადებს, დივერსიის მოსაწყობად თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა მსუბუქი თვითმფრინავი „აეროპრაქტ A-32-ით“ იგეგმებოდა. თუმცა, უკრაინული დაზვერვის მიერ გადაბირებული პილოტი და დივერსანტები ტულის ოლქში დაშვების შემდეგ დააკავეს იარაღის გადაცემის დროს. რუსული სპეცსამსახურის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს დივერსული ჯგუფის სხვა წევრების ძებნა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/12/251497001_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_7d149a472d585ef8bf83d736def993b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აღკვეთილია დივერსიის მცდელობა: რუსეთის სპეცსამსახურის განცხადება
19:07 07.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსია აღკვეთეს, რომელსაც უკრაინული დაზვერვა დრონების გამოყენებით ცდილობდა, იტყობინება რუსული სპეცსამსახური.
„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ ივანოვოს სამხედრო აეროდრომ „სევერნიზე“ დაგეგმილი დივერსიული და ტერორისტული აქტის მცდელობა აღკვეთა, რომლის მოწყობაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე დრონებით იგეგმებოდა“, — ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
რუსული მხარის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სავარაუდოდ რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები — A-50-ები უნდა ყოფილიყო.
როგორც „ეფ-ეს-ბე“ აცხადებს, დივერსიის მოსაწყობად თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა მსუბუქი თვითმფრინავი „აეროპრაქტ A-32-ით“ იგეგმებოდა. თუმცა, უკრაინული დაზვერვის მიერ გადაბირებული პილოტი და დივერსანტები ტულის ოლქში დაშვების შემდეგ დააკავეს იარაღის გადაცემის დროს.
რუსული სპეცსამსახურის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს დივერსული ჯგუფის სხვა წევრების ძებნა.