რამდენად აქტიურად სარგებლობენ საქართველოში მობილური ტელეფონებით

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი მობილური ტელეფონით
მამაკაცი მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2023
გამოწერა
ქვეყანაში 1 მარტისთვის მობილური ოპერატორების დაახლოებით 4 მლნ აბონენტი დაფიქსირდა
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს მცხოვრებლები საკუთარ მობილურ ტელეფონზე ერთ საუბარში საშუალოდ წუთნახევარს ხარჯავს, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
ამასთან, თითოეული აბონენტი მობილურ ტელეფონზე თვეში საშუალოდ 1,5-2 საათს საუბრობს.
ყველაზე მეტს საუბრობენ VEON Georgia Silknet-ის აბონენტები, რომლებიც ტელეფონზე საუბარში თვეში საშუალოდ 2 საათს ხარჯავენ, Magticom-ის აბონენტები კი 1,5 საათს.
საქართველოში 1 მარტისთვის მობილური ოპერატორების დაახლოებით 4 მლნ აბონენტი დაფიქსირდა - აქედან Magticom-ის აბონენტია 1,7 მლნ ადამიანი, Silknet-ის – 1,4 მილიონი, ხოლო VEON Georgia-ს – 1 მილიონი აბონენტი.
ამასთან, აქტიურია ქართული მობილური ოპერატორების 3,4 მლნ სიმ-ბარათი - აქტიურია Magticom-ის 1,5 მლნ სიმ-ბარათი, Silknet-ის – 1,2 მლნ და VEON Georgia-ს – 834 ათასი სიმ-ბარათი.
აბონენტების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 2,5 მლნ იყენებს ინტერნეტს - პროცენტულად ინტერნეტს ყველაზე ნაკლებად რთავენ Magticom-ის, ყველაზე ხშირად კი VEON Georgia-ს აბონენტები.
VEON Georgia-ს 834 მლნ აბონენტიდან ინტერნეტში ჩართულია 821 ათასი, Magticom-ის 1,5 ათასი მილიონი აბონენტიდან კი ინტერნეტით სარგებლობს მხოლოდ 771 ათასი.
ყველა ახალი ამბავი
0