https://sputnik-georgia.com/20230507/grosi-zaporojies-eleqtro-sadgurze-277425799.html
რაფაელ გროსი: ზაპოროჟიეს აეს-ზე სიტუაცია არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება
რაფაელ გროსი: ზაპოროჟიეს აეს-ზე სიტუაცია არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სიტუაცია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელიც რუსული ჯარების კონტროლს ექვემდებარება, სულ უფრო ნაკლებად... 07.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-07T18:44+0400
2023-05-07T18:44+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272334153_0:0:1433:807_1920x0_80_0_0_27d3fd28420563df3e3c6f2d98257871.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სიტუაცია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელიც რუსული ჯარების კონტროლს ექვემდებარება, სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი და „პოტენციურად საშიში“ ხდება, აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.როგორც IAEA-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, გროსიმ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთმა ენერგოდარიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო. შესაბამისად, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენებს ბირთვულ უსაფრთხოებაზე პოტენციური ზემოქმედების კუთხით.IAEA-ს ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აეს-ის გარშემო დაძაბულობის ზრდისა და გაუარესებული პირობების გამო, რომელშიც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები და მათი ოჯახები იმყოფებიან.მისი თქმით, IAEA დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც სასიცოცხლო მიზანს — ბირთვულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272334153_78:0:1351:955_1920x0_80_0_0_b9c6c4d89e2026931d6f2930205fd0fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სიტუაცია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელიც რუსული ჯარების კონტროლს ექვემდებარება, სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი და „პოტენციურად საშიში“ ხდება, აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.
როგორც IAEA-ს
ვებგვერდზეა აღნიშნული, გროსიმ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთმა ენერგოდარიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო. შესაბამისად, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენებს ბირთვულ უსაფრთხოებაზე პოტენციური ზემოქმედების კუთხით.
IAEA-ს ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აეს-ის გარშემო დაძაბულობის ზრდისა და გაუარესებული პირობების გამო, რომელშიც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები და მათი ოჯახები იმყოფებიან.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში ზოგადი სიტუაცია სულ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება. მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ ბირთვული უსაფრთხოების რეალური რისკებით, რომლებსაც სადგური აწყდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული ბირთვული საფრთხე და მისი შედეგები მოსახლეობასა და გარემოზე. ეს დიდი ბირთვული ობიექტი დაცული უნდა იყოს“, — აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, IAEA დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც სასიცოცხლო მიზანს — ბირთვულ უსაფრთხოებას უკავშირდება.