მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღმოჩენილია ბაქტერია, რომელიც ელექტროენერგიას ჰაერიდან გამოიმუშავებს

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2023
გამოწერა
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. არსებობს ტუბერკულოზისა და კეთრის გამომწვევი ბაქტერიის მონათესავე ბაქტერია, რომელსაც შეუძლია ჰაერში შემავალი წყალბადი ელექტროენერგიად გარდაქმნას, იუწყება ჟურნალი Live Science მეცნიერებზე დაყრდნობით.
მკვლევართა თქმით, რომლებმაც აღნიშნული ფერმენტი ზემოაღნიშნული დავადებების გამომწვევი ბაქტერიის შესწავლის პროცესში გამოავლინეს, მათი აღმოჩენა შეიძლება ჰაერიდან სუფთა ენერგიის მოპოვების ახალი მეთოდის შესამუშავებლად იყოს გამოყენებული.
როგორც ირკვევა, ბაქტერია Mycobacterium smegmatis ფერმენტს, რომელსაც Huc უწოდეს, იმისთვის იყენებს, რომ ჰაერში შემავალი წყალბადიდან ენერგია მიიღოს. ეს მას ექსტრემალურ, ანუ საკვები ნივთიერებებით ღარიბ გარემოში სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ ფერმენტის წყალობით მიღებული სუფთა ენერგიით სხვადასხვა პორტატული მოწყობილობების ამუშავება შეიძლება.
„ვფიქრობთ, რომ ენერგიის წყაროს, რომელიც Huc ფერმენტს შეიცავს, შეუძლია ამუშავოს ისეთი მცირე ზომის მოწყობილობები, როგორებიცაა ბიომეტრიული სენსორები, გარემოს მონიტორინგის მოწყობილობები, ციფრული საათები, კალკულატორები და მარტივი კომპიუტერები“, — განაცხადა ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა რის გრინტერმა.
მისი თქმით, თუ Huc-ფერმენტი უფრო კონცენტრირებული წყალბადით იქნება უზრუნველყოფილი, ის მეტ ელექტროდენს გამოიმუშავებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ Huc-ფერმენტი შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო რთული მოწყობილობების სამუშაოდ, მაგალითად, ჭკვიანი საათების ან სმარტფონებისა, ასევე რთული პორტატული კომპიუტერებისა და შესაძლოა ავტომობილებისაც კი“, — ამბობს გრინტერი.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ Huc-ის ცენტრში არის სტრუქტურა, „აქტიური ადგილიუბანი“, რომელიც დამუხტული ნიკელისა და რკინის იონებს შეიცავს. როგორც კი წყალბადის მოლეკულები ამ აქტიურ უბანში ხვდებიან, ისინი ნიკელისა და რკინის იონების „მახეში ებმებიან“ და ელექტრონებს კარგავენ. ამის შემდეგ ფერმენტი ამ ელექტრონებს „გამტარი გზებით“ ატარებს, რის შედეგადაც ელექტროდენი წარმოიქმნება.
ყველა ახალი ამბავი
0