https://sputnik-georgia.com/20230507/------277422499.html
„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის დუბლით გამარჯვება მოიპოვა
„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის დუბლით გამარჯვება მოიპოვა
Sputnik საქართველო
ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში შვიდი ბურთი გაიტანა. 07.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-07T14:21+0400
2023-05-07T14:21+0400
2023-05-07T14:21+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251284488_0:0:2018:1136_1920x0_80_0_0_a34c9034ce9128870018d1a044f540f2.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მორიგი დუბლი შეასრულა და „მეცს“ სტუმრად „ნიორთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.„მეცმა“ 42-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. მასპინძლები ნესტა ელპეგემ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.მეორე ნახევარში ფრანგულმა კლუბმა სწრაფი შეტევა განახორციელა. მატჩის 51-ე წუთზე იუსუფ მაზიზიმ ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:1. 83-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მეტოქის მცველის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ გაიქცა და გუნდის უპირატესობა გაზარდა – 3:1.34 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს (62) იკავებს - იგი სამი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, რომელიც 65 ქულით მეორე ადგილზეა. (65 ქულა, მეორე ადგილი) ჩამორჩენა შეამცირა. საფრანგთის ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში შვიდი ბურთი გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251284488_179:0:1943:1323_1920x0_80_0_0_1330637bfd386b4e868072364851dad9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის დუბლით გამარჯვება მოიპოვა
ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში შვიდი ბურთი გაიტანა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მორიგი დუბლი შეასრულა და „მეცს“ სტუმრად „ნიორთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.
„მეცმა“ 42-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. მასპინძლები ნესტა ელპეგემ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ფრანგულმა კლუბმა სწრაფი შეტევა განახორციელა. მატჩის 51-ე წუთზე იუსუფ მაზიზიმ ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:1. 83-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მეტოქის მცველის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ გაიქცა და გუნდის უპირატესობა გაზარდა – 3:1.
34 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს (62) იკავებს - იგი სამი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, რომელიც 65 ქულით მეორე ადგილზეა.
(65 ქულა, მეორე ადგილი) ჩამორჩენა შეამცირა. საფრანგთის ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში შვიდი ბურთი გაიტანა.