https://sputnik-georgia.com/20230506/samusao-socialurad-daucvelebistvis-277408178.html
სამუშაო სოციალურად დაუცველებისთვის: რამდენი ადამიანი დასაქმდა
სამუშაო სოციალურად დაუცველებისთვის: რამდენი ადამიანი დასაქმდა
Sputnik საქართველო
პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ... 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T19:37+0400
2023-05-06T19:37+0400
2023-05-06T19:37+0400
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862190_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_839e3d58b050ac3f8b906f05f0f01cf1.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ, 29.323 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში.ანგარიშის მიხედვით, სამუშაოსთვის მიმართა 71.319–მა ადამიანმა, რომელთაგან სამუშაო მიიღო 29.323–მა. აქედან 15.602 ქალია.პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველები მუშაობენ მეეზოვეებად, დამლაგებლებად, დარაჯებად.დასაქმების პროგრამაპროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ: იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.სულ 2023 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 231,8 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862190_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_401b04ada4d5883f99cd8a53353eb186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სამუშაო სოციალურად დაუცველებისთვის: რამდენი ადამიანი დასაქმდა
პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ, 29.323 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში.
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
ანგარიშის მიხედვით, სამუშაოსთვის მიმართა 71.319–მა ადამიანმა, რომელთაგან სამუშაო მიიღო 29.323–მა. აქედან 15.602 ქალია.
პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველები მუშაობენ მეეზოვეებად, დამლაგებლებად, დარაჯებად.
პროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.
ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ:
ვისაც დიდი ხანია არ უმუშავია და მათი გამოცდილება არ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
ვისაც სურს დასაქმება კვალიფიკაციის მიუხედავად;
ვინც არაფორმალურად დასაქმებულია ან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 2023 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 231,8 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.