https://sputnik-georgia.com/20230506/interviu-gaiana-moiseevastan-277398975.html
როგორ შევცვალოთ ძველი ბინის იერსახე: ახალგაზრდა არქიტექტორის მოსაზრება
როგორ შევცვალოთ ძველი ბინის იერსახე: ახალგაზრდა არქიტექტორის მოსაზრება
Sputnik საქართველო
ნინო მამულაშვილი 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T15:00+0400
2023-05-06T15:00+0400
2023-05-06T15:00+0400
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264672508_0:281:2048:1434_1920x0_80_0_0_6da9da25a411fb862e15ec78d6bfea7a.jpg
ნინო მამულაშვილიყველა ცდილობს, რომ საკუთარი ბინის ინტერიერი გაილამაზოს, რაც საკმაოდ დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. თბილისში ბევრი „ხრუშჩოვკაა“, რომელთა იერსახის შეცვლას ხშირად სარემონტო სამუშაოებიც ვერ შველის ხოლმე, რადგან ეს არც ისე მარტივი ამბავია.აღნიშნულ თემაზე ინტერიერის ახალგაზრდა დიზაინერი გაიანე მოისეევა გვესაუბრება. მისმა ნამუშევარმა, რომელიც „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინის გათანამედროვებას ეხება, უკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.ცოტა რამ მასალის გმირზე: არქიტექტურის ხელოვნება ბავშვობიდან მოსწონდა, თავიდან ეს თამაშის დონეზე გამოიხატებოდა. როცა წამოიზარდა, გადაწყვიტა, რომ თავისი ინტერესი არქიტექტურის სფეროში პროფესიულად განევითარებინა.— გაიანე, როგორია თქვენი აზრი საბჭოთა პერიოდში აშენებულ დაბალჭერიან ბინებთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?—იმ დროს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სწრაფი და ეკონომიური საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელმა სოციალურმა პროგრამამ ეს მისია წარმატებით შეასრულა. მე თუ მკითხავთ, დაინგრეს თუ არა ყველა შენობა, ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან ყველა შენობა განსხვავებულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, შენობათა პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და მათი მედეგობა დაზუსტდეს. იმ შემთხვევაში, თუ შენობას აქვს სამომავლო მედეგობის რესურსი, სასურველია მათი იერსახის გაუმჯობესება და გათანამედროვება მოხდეს.— ზოგადად თბილისის არქიტექტურულ თავისებურებებზე რას იტყვით?— რაც შეეხება, ზოგადად, თბილისის არქიტექტურას, ის ძალიან მრავალფეროვანი და ეკლექტურია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრად გამოირჩევა. ამ მხრივ გამონაკლისია ძველი თბილისის ცხოვრების სტილი და თბილისური ეზოები, რომელსაც, თავის ესთეტიკურ უპირატესობებთან ერთად, ფუნქციური თვალსაზრისით ბევრი უარყოფითი მხარე აქვს.—თქვენი პროექტის საშუალებით მოახერხეთ, რომ 30 კვ.მ ძველი ბინა თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლად აქციეთ...—საქართველოში მსგავსი სახის პროექტები ხშირად არ ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ჩემმა პროექტმა ცნობილი ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება მიიპყრო. შესაბამისად, ის დადებითად შეფასდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ბინის დიზაინი, გეგმარება და ერგონომიული მახასიათებლები მორგებულია კონკრეტულად ჩემს მოთხოვნებზე, მისი განსჯა და ანოლოგიური სახის სხვა პროექტებთან მისი შედარება რთულია. ჩემი ბინის რემონტის ხარჯები საშუალო ბიუჯეტს სულაც არ გასცდა. სამუშაოების დროს ბიუჯეტური და მარტივად ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალები იყო გამოყენებული. ხარჯების ეკონომიის მიზნით შენარჩუნდა არსებული ხის იატაკი, რომელიც მხოლოდ პოლირებას საჭიროებდა. ზოგადად, დიზაინი წარმატებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მისი ბიუჯეტი რაციონალურადაა დაგეგმილი.— ეს ყველაფერი თქვენი ბინის მაგალითზეც უფრო ცხადი გახდა?— ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სწორი და მარტივი გადაწყვეტილებებით შესაძლებელია საკმაოდ კარგი შედეგების მიღწევა, ბიუჯეტი კი ყველასთვის სხვადასხვაა. ის რაციონალურ მიდგომებს საჭიროებს. სამწუხაროდ, რემონტის დროს უმეტესობა საკუთარ დანახარჯებს რაციონალურად ვერ ანაწილებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264672508_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_ddf147ba1a519ddbb7d5089d598da6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ
ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ბინის ინტერიერი გაილამაზოს, რაც საკმაოდ დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. თბილისში ბევრი „ხრუშჩოვკაა“, რომელთა იერსახის შეცვლას ხშირად სარემონტო სამუშაოებიც ვერ შველის ხოლმე, რადგან ეს არც ისე მარტივი ამბავია.
აღნიშნულ თემაზე ინტერიერის ახალგაზრდა დიზაინერი გაიანე მოისეევა გვესაუბრება. მისმა ნამუშევარმა, რომელიც „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინის გათანამედროვებას ეხება, უკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
ცოტა რამ მასალის გმირზე: არქიტექტურის ხელოვნება ბავშვობიდან მოსწონდა, თავიდან ეს თამაშის დონეზე გამოიხატებოდა. როცა წამოიზარდა, გადაწყვიტა, რომ თავისი ინტერესი არქიტექტურის სფეროში პროფესიულად განევითარებინა.
— გაიანე, როგორია თქვენი აზრი საბჭოთა პერიოდში აშენებულ დაბალჭერიან ბინებთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?
—იმ დროს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სწრაფი და ეკონომიური საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელმა სოციალურმა პროგრამამ ეს მისია წარმატებით შეასრულა. მე თუ მკითხავთ, დაინგრეს თუ არა ყველა შენობა, ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან ყველა შენობა განსხვავებულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, შენობათა პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და მათი მედეგობა დაზუსტდეს. იმ შემთხვევაში, თუ შენობას აქვს სამომავლო მედეგობის რესურსი, სასურველია მათი იერსახის გაუმჯობესება და გათანამედროვება მოხდეს.
— ზოგადად თბილისის არქიტექტურულ თავისებურებებზე რას იტყვით?
— რაც შეეხება, ზოგადად, თბილისის არქიტექტურას, ის ძალიან მრავალფეროვანი და ეკლექტურია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრად გამოირჩევა. ამ მხრივ გამონაკლისია ძველი თბილისის ცხოვრების სტილი და თბილისური ეზოები, რომელსაც, თავის ესთეტიკურ უპირატესობებთან ერთად, ფუნქციური თვალსაზრისით ბევრი უარყოფითი მხარე აქვს.
—თქვენი პროექტის საშუალებით მოახერხეთ, რომ 30 კვ.მ ძველი ბინა თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლად აქციეთ...
—საქართველოში მსგავსი სახის პროექტები ხშირად არ ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ჩემმა პროექტმა ცნობილი ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება მიიპყრო. შესაბამისად, ის დადებითად შეფასდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ბინის დიზაინი, გეგმარება და ერგონომიული მახასიათებლები მორგებულია კონკრეტულად ჩემს მოთხოვნებზე, მისი განსჯა და ანოლოგიური სახის სხვა პროექტებთან მისი შედარება რთულია. ჩემი ბინის რემონტის ხარჯები საშუალო ბიუჯეტს სულაც არ გასცდა.
სამუშაოების დროს ბიუჯეტური და მარტივად ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალები იყო გამოყენებული. ხარჯების ეკონომიის მიზნით შენარჩუნდა არსებული ხის იატაკი, რომელიც მხოლოდ პოლირებას საჭიროებდა. ზოგადად, დიზაინი წარმატებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მისი ბიუჯეტი რაციონალურადაა დაგეგმილი.
— ეს ყველაფერი თქვენი ბინის მაგალითზეც უფრო ცხადი გახდა?
— ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სწორი და მარტივი გადაწყვეტილებებით შესაძლებელია საკმაოდ კარგი შედეგების მიღწევა, ბიუჯეტი კი ყველასთვის სხვადასხვაა. ის რაციონალურ მიდგომებს საჭიროებს. სამწუხაროდ, რემონტის დროს უმეტესობა საკუთარ დანახარჯებს რაციონალურად ვერ ანაწილებს.