მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია დასრულდა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჩარლზ III
ჩარლზ III  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ III-ს გვირგვინი დაადგეს. კორონაციის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“.
ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ქვეყანას 70 წლის მანძილზე მართავდა, 2022 წლის 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – ჩარლზ III გახდა. ჩარლზ მესამის მეუღლე კამილამ კონსორტ-დედოფლის სტატუსი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0