https://sputnik-georgia.com/20230504/zaxarovas-komentari-dronebis-setevaze-277340469.html
ზახაროვა: ვაშინგტონმა კიევს სრული დაუსჯელობის გრძნობა ჩაუნერგა
ზახაროვა: ვაშინგტონმა კიევს სრული დაუსჯელობის გრძნობა ჩაუნერგა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კიევის რეჟიმის ყველა მოქმედების უკან შეერთებული შტატები, ნატო და დიდი ბრიტანეთი დგანან, მიაჩნია რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროს... 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T13:42+0400
2023-05-04T13:42+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
პოლიტიკა
აშშ
ნატო
დიდი ბრიტანეთი
დრონების შეტევა კრემლზე
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/06/265776647_0:132:3321:2000_1920x0_80_0_0_63179a51cb4b71fd5a3f7ad300201129.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კიევის რეჟიმის ყველა მოქმედების უკან შეერთებული შტატები, ნატო და დიდი ბრიტანეთი დგანან, მიაჩნია რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას.მისი თქმით, „დასავლელმა კურატორებმა“ კიევს აბსოლუტური დაუსჯელობის გრძნობა ჩაუნერგეს.ამგვარი კომენტარი რუსმა დიპლომატმა 2-3 მაისის ღამით კრემლზე დრონების შეტევასთან დაკავშირებით გააკეთა, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.
აშშ
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/06/265776647_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2721d9f6cbdea86f07e1985713cc37f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , ნატო , დიდი ბრიტანეთი , დრონების შეტევა კრემლზე, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , ნატო , დიდი ბრიტანეთი , დრონების შეტევა კრემლზე, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კიევის რეჟიმის ყველა მოქმედების უკან შეერთებული შტატები, ნატო და დიდი ბრიტანეთი დგანან, მიაჩნია რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას.
მისი თქმით, „დასავლელმა კურატორებმა“ კიევს აბსოლუტური დაუსჯელობის გრძნობა ჩაუნერგეს.
„ყველაფერზე, რასაც კიევის რეჟიმი სჩადის, პირველ რიგში მისი ვაშინგტონელი, ლონდონელი და, ზოგადად, ნატოელი შემქმნელები და კურატორები აგებენ პასუხს. ეს მათ გაანადგურეს უკრაინაში კანონიერი ხელისუფლება, საჭესთან ავანტიურისტები და ბანდიტები დააყენეს, მოამარაგეს ისინი ფულითა და იარაღით, შთააგონეს აბსოლუტური დაუსჯელობისა და ყველაფრის დასაშვებობის გრძნობა, უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საფარველს და სამხედრო დახმარებას“, — წერს ზახაროვა საკუთარ Telegram-არხზე.
ამგვარი კომენტარი რუსმა დიპლომატმა 2-3 მაისის ღამით კრემლზე დრონების შეტევასთან დაკავშირებით გააკეთა, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.