https://sputnik-georgia.com/20230504/vawroba-investiciebi-turizmi-ra-ganixiles-saqartvelos-da-ungretis-premierebma-277355710.html
ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა
ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა
Sputnik საქართველო
პრემიერებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T20:47+0400
2023-05-04T20:47+0400
2023-05-04T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271688048_0:85:1280:805_1920x0_80_0_0_4d3277b04f3bfbd916885e0ff0174a9d.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში – ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ბუდაპეშტში.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს იმართება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია.პრემიერების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.ისაუბრეს აგრეთვე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გამოთქმულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაც. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსთვის ელოდება.შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით სამუშაო სადილი გაიმართა.ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
უნგრეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271688048_36:0:1244:906_1920x0_80_0_0_b24c7ce5d7b4fa4a76cfc169c47e5894.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა
20:47 04.05.2023 (განახლებულია: 23:11 04.05.2023) პრემიერებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში – ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ბუდაპეშტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს იმართება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია.
პრემიერების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ისაუბრეს აგრეთვე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გამოთქმულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაც. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსთვის ელოდება.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით სამუშაო სადილი გაიმართა.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.