სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთი შემთხვევითი გამვლელია.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, ეს საბა გახოკიაა, იუწყება „პირველი არხი“ შსს-ზე დაყრდნობით.
4 მაისს, საღამოს კაფე LA VERA-სთან ურთიერთსროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს.
შსს-ში ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობა წარსულ დაპირისპირებას უკავშირდება.
საბა გახოკია გივი (გიჩო) მარგველაშვილს მის სახლთან ელოდა. თავად მარგველაშვილი, რომელიც, მედიის ინფორმაციით, წარსულში ადამიანის დაჭრისთვის არის ნასამართლევი, დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და მისი განეიტრალება შეძლო, გახოკია ადგილზე დაიღუპა.
ვაკეში დილარ ხაბულიანის ძმა დაჭრეს >>
სროლის შედეგად დაიჭრა მარგველაშვილიც, მას ხეჩინაშვილის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, დაჭრილია შემთხვევითი გამვლელი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.
გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყოფილი რექ­ტო­რის გი­ორ­გი (გოგი) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი. მედია მას ბიზნესმენად მოიხსენიებს.
ყველა ახალი ამბავი
0