შეტევა კრემლზე: ანტონოვმა თეთრი სახლის შეფასება გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებები კრემლზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ გამაოგნებელია თავისი ცინიზმითა და აბსურდულობით, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არანაირად არ უბიძგებს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისკენ და არ ახალისებს მსგავს ქმედებებს.

„მათ ვერ შეძლეს ეღიარებინათ აშკარა ფაქტი: ზელენსკის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმა“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ანტონოვის თქმით, რუსული მხარე იმედოვნებდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეყოფოდა ძალა და ღირსება თავდასხმის დასაგმობად, მაგრამ დღეს ვაშინგტონი „კიეველ დამნაშავეებს ხელს აფარებს“.
ანტონოვს ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირების სიტყვები, რომ „კიევს თავად შეუძლია აირჩიოს, თუ როგორ დაიცვას თავი“, ორმაგი სტანდარტების მაგალითად და „ზელენსკის რეჟიმის რუსეთზე თავდასხმის წახალისების პოლიტიკად“ მიაჩნია.
რუსი დიპლომატის ირწმუნება, რომ მოსკოვი უპასუხებს შეტევას, როცა საჭიროდ ჩათვლის — „რუსეთის ხელმძღვანელობისთვის კიევის მიერ შექმნილი საფრთხის შეფასების შესაბამისად“.
მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული.
კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
ყველა ახალი ამბავი
0