https://sputnik-georgia.com/20230504/saqartvelo-sakutari0interesebit-unda-moqmedebdes-gigla-baramize-277354063.html
საქართველო საკუთარი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს - გიგლა ბარამიძე
საქართველო საკუთარი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს - გიგლა ბარამიძე
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილმა ელჩმა სომხეთში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T19:57+0400
2023-05-04T19:57+0400
2023-05-04T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/24/244682453_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_694a32437fefd1056e2b1a481ddf83df.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, განაცხადა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში საქართველოს პირველმა ელჩმა სომხეთში, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობას და კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, მაგრამ მასში ჩაბმას არ აპირებს.ეს საქართველოსთვის ჰარაკირი იქნებოდა – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე >>„ჩვენ მოგვიწოდებს ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი: გააკეთეთ ეს, გააკეთეთ ის, გამოგზავნეთ თვითმფრინავი მოხალისეებით. ეს გამორიცხულია. საქართველო ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებს", – განაცხადა ბარამიძემ.ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, არავინ ისე არ ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც საქართველო.ბარამიძის თქმით, დასავლეთში არავინ საუბრობს მსხვერპლის შესახებ უკრაინელ სამხედროებს შორის და რეალურ დანაკარგებს მალავენ.უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის წარმოსაჩენად პოლიტოლოგმა ასევე მოიყვანა ამერიკელი პოლიტიკოსის ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომელმაც უკრაინას „საუკეთესო ინვესტიცია“ უწოდა.პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მეგობარია, მაგრამ ურთიერთობები უნდა იყოს არა კოლონიალური, არამედ მეგობრული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/24/244682453_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_805748b7c0703baaf9be5f34492335e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველო საკუთარი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს - გიგლა ბარამიძე
19:57 04.05.2023 (განახლებულია: 23:00 04.05.2023) საქართველოს ყოფილმა ელჩმა სომხეთში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, განაცხადა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში საქართველოს პირველმა ელჩმა სომხეთში, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობას და კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, მაგრამ მასში ჩაბმას არ აპირებს.
„ჩვენ მოგვიწოდებს ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი: გააკეთეთ ეს, გააკეთეთ ის, გამოგზავნეთ თვითმფრინავი მოხალისეებით. ეს გამორიცხულია. საქართველო ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებს", – განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, არავინ ისე არ ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც საქართველო.
ბარამიძის თქმით, დასავლეთში არავინ საუბრობს მსხვერპლის შესახებ უკრაინელ სამხედროებს შორის და რეალურ დანაკარგებს მალავენ.
„ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რობერტ კენედი უმცროსმა თქვა, რომ ის, რასაც ამერიკელ ხალხს უყვებიან უკრაინის ომზე, სიცრუეა. უკრაინა მხოლოდ პაიკია. უკრაინაში უკვე დაიღუპა 300 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ეს ჩემი კი არა, მისი რიცხვებია“, – განაცხადა ბარამიძემ.
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის წარმოსაჩენად პოლიტოლოგმა ასევე მოიყვანა ამერიკელი პოლიტიკოსის ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომელმაც უკრაინას „საუკეთესო ინვესტიცია“ უწოდა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მეგობარია, მაგრამ ურთიერთობები უნდა იყოს არა კოლონიალური, არამედ მეგობრული.