საქართველო რუსეთის საზღვარზე მსუბუქი ავტომობილებისთვის შეზღუდვებს აწესებს

© AP Photo / Shakh Aivazov„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი
„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი დროებით გადაერთვება სატვირთოებისთვის განკუთვნილ სათადარიგო გასასვლელებზე, რასაც შესაძლოა შეფერხებები მოყვეს
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. 5 მაისიდან „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით შეჩერდება საქართველო-რუსეთის საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი მოქმედი გასასვლელების მუშაობა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი გასასვლელების მოწყობას უკავშირდება.
მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი დროებით გადაერთვება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სათადარიგო გასასვლელებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება არ გამორიცხავს გარკვეულ შეფერხებებს.
მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში უცვლელად/შეუფერხებლად განხორციელდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
წყარო - შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0