https://sputnik-georgia.com/20230504/natia-lazisvili-interviu-277342116.html
სამყარო, სადაც ბედნიერი ხარ და არასდროს შეიცვლები
სამყარო, სადაც ბედნიერი ხარ და არასდროს შეიცვლები
Sputnik საქართველო
ამ მასალით მილანში მყოფ ქართველ ემიგრანტს ნათია ლაზიშვილს გაგაცნობთ. ემიგრაციაში ცხოვრება მასაც შემოქმედებამ გადაატანინა. წერს ლექსებს და ნოველებს. წერს... 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T15:08+0400
2023-05-04T15:08+0400
2023-05-04T20:57+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250443127_0:38:1174:698_1920x0_80_0_0_63de6c041a5b70f9cd18a09db7095593.jpg
ამ მასალით მილანში მყოფ ქართველ ემიგრანტს ნათია ლაზიშვილს გაგაცნობთ. ემიგრაციაში ცხოვრება მასაც შემოქმედებამ გადაატანინა. წერს ლექსებს და ნოველებს. წერს ყველგან, სადაც მოუხერხდება და სადაც მუზა ეწვევა. უყვარს სამყარო, რომელშიც ყველაფერს თავისებურად აღიქვამს.— ნათია, როგორ შეადგენდი საკუთარ ვერბალურ ავტოპორტრეტს?— წარმოშობით ლაზი ვარ, დედა აჭარელი აბაშიძის ქალია. იტალიაში ქალაქ მილანში ვცხოვრობ.უბრალო ოჯახში ვარ გაზრდილი და ვცდილობ, სხვებს არ დავემსგავსო. სიცოცხლე მიყვარს და მინდა, რომ ჩემი პოზიტიური განწყობა ყველას გადავდო.მიყვარს ჩემი კუთხე, გურია, რომელიც საოცარად მდიდარია ჯანსაღი, უბოროტო ხალხით.ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა და არაერთი ნოველა მაქვს დაწერილი ჩემს ბავშვობაზე. სულ იქ მინდა დაბრუნება, ალბათ რომ შემეძლოს, დროს გავაჩერებდი და იქ დავრჩებოდი.— რაზე წერს ქართველი ემიგრანტი ნათია ლაზიშვილი?— ვწერ იმაზე, რაც მტკივა და რასაც ყველა ადამიანი განიცდის. სოციალურ ქსელებში ჩემს ნოველებს ბევრი კითხულობს და მათგან სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. რამდენიმე წლის წინ აიტაცა ისინი ხალხმა და მათგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე.მე არ ვუწოდებ საკუთარ თავს მწერალს და პოეტს, ჯერ ბევრი მაკლია, რომ ეს წოდება დავიმსახურო.— წერის სტიმულს რა გაძლევთ?— ჩემს ერთ ნოველას „გოგონა მაღაზიაში" 12 ათასი ნახვა ჰქონდა, მეორეს, „გაცრეცილი წერილი“ — 8 ათასი. ეს გახდა ჩემთვის სტიმული, თორემ ადრე ასე აქტიურად არ ვწერდი.ასევე მაქვს საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები, რომელთა დაბეჭდვა მინდა. ამას დიდი ხანია ვგეგმავ, მაგრამ ფინანსურად ვერ ვახერხებ. ბევრი ოცნება მაქვს, შემოქმედებასაც მინდა მივხედო და ძაღლების თავშესაფარიც მინდა გავხსნა, რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი.— იტალიაში როდის ჩახვედით და ამ ქვეყანამ რა მოგცათ?— იტალიაში 2015 წელს ჩამოვედი, თუმცა მერე ისევ უკან დავბრუნდი. ვიფიქრე, ვცდი, იქნებ შვილების დატოვება აღარ მომიწიოს-მეთქი. მაგრამ სხვა გზა აღარ იყო.იტალია ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, საქართველოს შემდეგ, თავისი სიძველით, ისტორიით, მრავალი სანახაობით, მისთვის ჩვეული თავისუფლებით. აქ თითქოს ყველაფერი ჩემია. ეს ქვეყანა მაძლევს იმას, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა და მინდოდა... თუმცა ამისთვის მსხვერპლად ითხოვს სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნას.— ასაკთან ერთად როგორ შეიცვალეთ?— წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ასაკი მარტო ციფრებია და არაფერს ნიშნავს. მთავარია, გულს არ დაეტყოს წლები და ადამიანი შინაგანად არ დაბერდეს.როგორი ბავშვურიც ვიყავი, ისეთივე დავრჩი. ოღონდ უფრო შემიყვარდა სიცოცხლე, რომლის თითოეული წუთი ჩემთვის ძვირფასია. ეს ჩემი ბუნებაა, ჩემი სამყარო, სადაც ვცხოვრობ და არასოდეს შევიცვლები...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250443127_97:0:1078:736_1920x0_80_0_0_7722a658f86d1ced4b9fb1fb26eda8df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
ამ მასალით მილანში მყოფ ქართველ ემიგრანტს ნათია ლაზიშვილს გაგაცნობთ. ემიგრაციაში ცხოვრება მასაც შემოქმედებამ გადაატანინა. წერს ლექსებს და ნოველებს. წერს ყველგან, სადაც მოუხერხდება და სადაც მუზა ეწვევა. უყვარს სამყარო, რომელშიც ყველაფერს თავისებურად აღიქვამს.
— ნათია, როგორ შეადგენდი საკუთარ ვერბალურ ავტოპორტრეტს?
— წარმოშობით ლაზი ვარ, დედა აჭარელი აბაშიძის ქალია. იტალიაში ქალაქ მილანში ვცხოვრობ.
უბრალო ოჯახში ვარ გაზრდილი და ვცდილობ, სხვებს არ დავემსგავსო. სიცოცხლე მიყვარს და მინდა, რომ ჩემი პოზიტიური განწყობა ყველას გადავდო.
მიყვარს ჩემი კუთხე, გურია, რომელიც საოცარად მდიდარია ჯანსაღი, უბოროტო ხალხით.
ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა და არაერთი ნოველა მაქვს დაწერილი ჩემს ბავშვობაზე. სულ იქ მინდა დაბრუნება, ალბათ რომ შემეძლოს, დროს გავაჩერებდი და იქ დავრჩებოდი.
— რაზე წერს ქართველი ემიგრანტი ნათია ლაზიშვილი?
— ვწერ იმაზე, რაც მტკივა და რასაც ყველა ადამიანი განიცდის. სოციალურ ქსელებში ჩემს ნოველებს ბევრი კითხულობს და მათგან სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. რამდენიმე წლის წინ აიტაცა ისინი ხალხმა და მათგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე.
მე არ ვუწოდებ საკუთარ თავს მწერალს და პოეტს, ჯერ ბევრი მაკლია, რომ ეს წოდება დავიმსახურო.
— წერის სტიმულს რა გაძლევთ?
— ჩემს ერთ ნოველას „გოგონა მაღაზიაში" 12 ათასი ნახვა ჰქონდა, მეორეს, „გაცრეცილი წერილი“ — 8 ათასი. ეს გახდა ჩემთვის სტიმული, თორემ ადრე ასე აქტიურად არ ვწერდი.
ასევე მაქვს საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები, რომელთა დაბეჭდვა მინდა. ამას დიდი ხანია ვგეგმავ, მაგრამ ფინანსურად ვერ ვახერხებ. ბევრი ოცნება მაქვს, შემოქმედებასაც მინდა მივხედო და ძაღლების თავშესაფარიც მინდა გავხსნა, რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი.
— იტალიაში როდის ჩახვედით და ამ ქვეყანამ რა მოგცათ?
— იტალიაში 2015 წელს ჩამოვედი, თუმცა მერე ისევ უკან დავბრუნდი. ვიფიქრე, ვცდი, იქნებ შვილების დატოვება აღარ მომიწიოს-მეთქი. მაგრამ სხვა გზა აღარ იყო.
იტალია ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, საქართველოს შემდეგ, თავისი სიძველით, ისტორიით, მრავალი სანახაობით, მისთვის ჩვეული თავისუფლებით. აქ თითქოს ყველაფერი ჩემია. ეს ქვეყანა მაძლევს იმას, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა და მინდოდა... თუმცა ამისთვის მსხვერპლად ითხოვს სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნას.
— ასაკთან ერთად როგორ შეიცვალეთ?
— წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ასაკი მარტო ციფრებია და არაფერს ნიშნავს. მთავარია, გულს არ დაეტყოს წლები და ადამიანი შინაგანად არ დაბერდეს.
როგორი ბავშვურიც ვიყავი, ისეთივე დავრჩი. ოღონდ უფრო შემიყვარდა სიცოცხლე, რომლის თითოეული წუთი ჩემთვის ძვირფასია. ეს ჩემი ბუნებაა, ჩემი სამყარო, სადაც ვცხოვრობ და არასოდეს შევიცვლები...