მედვედევს ზელენსკის ლიკვიდაცია ერთადერთ ვარიანტად მიაჩნია

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რუსეთს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა სხვა ვარიანტები აღარ დარჩა, წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი Telegram-არხზე.
ასეთი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც 2-3 მაისის ღამით კრემლს ორმა დრონმა შეუტია.

„დღევანდელი ტერაქტის შემდეგ ზელენსკისა და მისი ბანდის ფიზიკური განადგურების გარდა სხვა ვარიანტები აღარ დარჩა. ის უსიტყვო კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. მასზე ხელი, როგორც ცნობილია, ჰიტლერსაც არ მოუწერია“, — მიაჩნია რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს.

მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.
ყველა ახალი ამბავი
0