https://sputnik-georgia.com/20230504/jon-kirbim-peskovis-natqvamze-komentarigaaketa-277349040.html
ჯონ კირბი: პესკოვი ტყუის, აშშ-ს დრონების შეტევასთან კავშირი არ აქვს
ჯონ კირბი: პესკოვი ტყუის, აშშ-ს დრონების შეტევასთან კავშირი არ აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ სიცრუე... 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T18:17+0400
2023-05-04T18:17+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
დრონების შეტევა კრემლზე
უკრაინა
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1d077531e509df4b3063070765bb2498.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ სიცრუე უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმაში შეერთებული შტატები მონაწილეობდა.მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, და ეს მოსკოვმა კარგად იცის. მისი თქმით, „მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი კი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“. 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.
https://sputnik-georgia.com/20230504/kremli-dronebis-setevasi-amerikas-adanasaulebs-277344067.html
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7546928a13c5ab590afd8bf0b73bb1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , დრონების შეტევა კრემლზე, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , დრონების შეტევა კრემლზე, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ სიცრუე უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმაში შეერთებული შტატები მონაწილეობდა.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. რაც უნდა ყოფილიყო ეს, ჩვენ მასთან შეხება არ გვაქვს. პესკოვი უბრალოდ ტყუის“, — აღნიშნა კირბიმ.
მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, და ეს მოსკოვმა კარგად იცის. მისი თქმით, „მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი კი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“.
3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.