ინფორმაცია სანდო წყაროსგან: რესპუბლიკელები ბაიდენს კორუფციაში ადანაშაულებენ
12:00 04.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023)
© AP Photo / Evan Vucci

© AP Photo / Evan Vucci
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მივიღეთ სანდო ანონიმური წყაროს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაძლოა კორუფციულ სქემებში ყოფილიყო ჩართული მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა — ჯეიმს კომერმა და ჩაკ გრასლიმ გაუგზავნეს აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდსა და FBI-ს დირექტორ კრისტოფერ რეის.
აღნიშნული წერილი კონგრესმენებმა Twitter-ზე გამოაქვეყნეს.
🚨🚨🚨@RepJamesComer & @ChuckGrassley reveal the existence of an FBI record alleging then-VP Biden engaged in a bribery scheme with a foreign national.
— Oversight Committee (@GOPoversight) May 3, 2023
According to a whistleblower, this record details an alleged arrangement involving an exchange of money for policy decisions.… pic.twitter.com/6yLwPLi8Hw
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) აქვთ არასაიდუმლო ფორმა FD-1023, რომელშიც აღწერილია სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და უცხოეთის მოქალაქის მონაწილეობით, და რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების სანაცვლოდ ფულის გადაცემას ეხება“, — ნათქვამია კონგრესმენების წერილში.
მათი თქმით, ანონიმი ინფორმატორი ირწმუნება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ზუსტადაა აღწერილი, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს სქემა და რა იყო მისი მიზნები.
„იუსტიციის სამინისტროსა და FBI-ს, როგორც ჩანს, აქვთ ღირებული, გადამოწმებადი ინფორმაცია, რომელიც მათ ამერიკელ ხალხს დაუმალეს. ამიტომ კონგრესი ამ საკითხის დამოუკიდებელ და ობიექტურ განხილვას დაიწყებს, რაზეც ეს ორგანოები გავლენას ვერ მოახდენენ“, — წერენ კონგრესმენები.
ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან სემსმა რესპუბლიკელები „ანონიმურ ინსინუაციებში“ დაადანაშაულა დ განაცხადა, რომ ეს ბაიდენისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტიის მორიგი გამოხდომაა.