პოლიტოლოგი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რთული იქნება

© photo: Sputnik / Stringerგიგლა ბარამიძე
გიგლა ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები რთული იქნება და პოლარიზებულ გარემოში ჩატარდება, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" სომხეთში საქართველოს პირველმა ელჩმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა გიგლა ბარამიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ნახევრის მოპოვება დასჭირდებათ.
„არჩევნები იქნება მძიმე, პოლარიზაცია – მაღალია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ სურს რევანშისტების დაბრუნება", – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ნიადაგი მზადდება, დასავლეთში წინასწარ კეთდება შეფასებები საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, რათა არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მისი არალეგიტიმურობა.
„ამ დღეებში სენატორმა ჯიმ რიშმა NDI-ს მოუწოდა, დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში. საკუთარ გამოსვლაში მან გამოიყენა სიტყვა ავტოკრატია. სად არის საქართველოში ავტოკრატია? სად არის დემოკრატია თუ არა ჩვენთან?" – განაცხადა ბარამიძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი არ დაუშვებს მოვლენების ამგვარ განვითარებას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწინააღმდეგეთა აქცია, რომელიც 30 აპრილს ჩატარდა, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.
„ხალხი ამბობს: ჩვენ დავიღალეთ, ნუ გვიყენებთ პირობებს. ერთმანეთს დავეხმარებით. მადლობა თქვენ გრანტებისთვის, დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს და არ არის საჭირო პირობების კარნახი. ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ევროპული მიდგომა", – განაცხადა ბარამიძემ.
პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები არ იქნება ისეთი, როგორიც გარე ძალებს სურთ.
ყველა ახალი ამბავი
0