ხალხური რწმენა ქორწილთან დაკავშირებით: დაშვება-აკრძალვები და ჯვრისწერის თვეები
© Pixabay / Pexelsახალდაქორწინებულთა ხელები
© Pixabay / Pexels
გამოწერა
ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს. თანაც, არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან თუ სტუმრებთან დაკავშირებით.
წინაპართაგან შემორჩენილ-შემონახული ნიშნები დღესაც საკმაოდ აქტუალურია და, მიუხედავდ იმისა, რომ ბევრს არც ისე ძალიან სჯერა მათი, ადამიანები მაინც აქცევენ ყურადღებას და ითვალისწინებენ კიდეც.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.
მთავარი მინიშნებები ქორწილითვის ასე გამოიყურება:
საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;
პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს — ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;
ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;
ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;
როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;
სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;
თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია — წვიმა შურსა და ავ თვალს, ყოველგვარ ცუდს ჩამორეცხავს;
თუ მოთოვს — ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;
თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;
არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება — ჩხუბი და დავიდარაბა იცის...
მინიშნებები პატარძლისთვის
თუ ჯვრისწერის დღეს საპატარძლო:
აცემინებს, ესე იგი, ბედნიერი ოჯახი ექნება;
წამოიტირებს — მეუღლესთან კავშირი ბედნიერებას მოუტანს;
ნახმარ ფეხსაცმელს ჩაიცვამს — ოჯახში წარმატება შევა;
უშუალოდ ჯვრისწერისას მარცხენა ხელისგული მოექავა — სიმდიდრეში იცხოვრებს, თუ მარჯვენა — სტუმრიანი და ხმაურიანი ოჯახი ექნება.
მინიშნებები სასიძოსთვის
თუ სასიძო:
ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს — სმას მიეძალება;
პატარძალს სახლში ხელში აყვანილს შეიყვანს — ოჯახში კეთილდღეობა დაისადგურებს;
წინა დღეს საცოლეს ჩუმად შეაჭმევს ტკბილს — ცხოვრებაც ტკბილი ექნებათ;
ქორწილის წინა დღეს თმას შეიჭრის — სუსტი ჯანმრთელობის შვილები ეყოლება.
ქორწინება თვეების მიხედვით
თუ ჯვრისწერა გაიმართა:
იანვარში — მალე დაქვრივებაზე მიანიშნებს;
თებერვალში — მეუღლესთან თანხმობაში ცხოვრებას მოასწავებს;
მარტში — უცხო ქვეყანაში იცხოვრებ;
აპრილში — ბედნიერება ცვალებადი იქნება;
მაისში — უიღბლოა, საკუთარ სახლში გიღალატებენ;
ივნისში — მთელი ცხოვრება თაფლობის თვე გექნება;
ივლისში — ცხოვრება ტკბილ-მწარედ ჩაივლის;
აგვისტოში — მეუღლის სახით ერთგულ მეგობარს შეიძენ;
სექტემბერში — მშვიდი და წყნარი ცხოვრება გელის;
ოქტომბერში — ცხოვრება მძიმე და რთული იქნება;
ნოემბერში — მდიდრული და ბედნიერი ცხოვრება გელოდება;
დეკემბერში — სიყვარული წლიდან წლამდე გაძლიერდება.