https://sputnik-georgia.com/20230503/saqartvelo-evroviziaze-iru-xecanovam-pirveli-repeticia-gaiara-277333199.html
საქართველო ევროვიზიაზე: ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა
საქართველო ევროვიზიაზე: ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა
Sputnik საქართველო
ირუს გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელმა რეჟისორმა მარვინ დიეტმანმა იმუშავა. 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T21:30+0400
2023-05-03T21:30+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277324139_517:499:2000:1333_1920x0_80_0_0_be0224d0749e42a6247304eb66027d51.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის საქართველოს მონაწილე ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა.რიგით 67-ე კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს მე-11 ნომრად გამოვა.საქართველოს წარმომადგენელმა რეპეტიცია „M@S bank არენას“ სცენაზე გაიარა. ირუს გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელმა რეჟისორმა მარვინ დიეტმანმა იმუშავა.ევროვიზია - 2024: საქართველოს მოგების შანსები შეუმცირდა >>მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.მომღერალმა კვლავ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ფინალში გავიდეს და კონკურსში ღირსეული ადგილი დაიკავოს.ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს. აღმოსავლეთ ევროპის ოთხმა ქვეყანამ - მონტენეგრომ, ბულგარეთმა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ უარი განაცხადეს მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია 2023“-ში მონაწილეობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277324139_727:461:1889:1333_1920x0_80_0_0_7731db64fa89cc13e298e296e5c86e9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
საქართველო ევროვიზიაზე: ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა
21:30 03.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ირუს გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელმა რეჟისორმა მარვინ დიეტმანმა იმუშავა.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის საქართველოს მონაწილე ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა.
რიგით 67-ე კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს მე-11 ნომრად გამოვა.
საქართველოს წარმომადგენელმა რეპეტიცია „M@S bank არენას“ სცენაზე გაიარა. ირუს გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელმა რეჟისორმა მარვინ დიეტმანმა იმუშავა.
მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.
„უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყო ჩემი გამოსვლა, რადგან პირველად ვნახე ყველაფერი ერთად - სცენოგრაფია და სიმღერა. ამდენი წლის განმავლობაში ამ მომენტისთვის ვემზადებოდი“, - განუცხადა ირუმ ჟურნალისტებს რეპეტიციის შემდეგ.
მომღერალმა კვლავ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ფინალში გავიდეს და კონკურსში ღირსეული ადგილი დაიკავოს.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს. აღმოსავლეთ ევროპის ოთხმა ქვეყანამ - მონტენეგრომ, ბულგარეთმა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ უარი განაცხადეს მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია 2023“-ში მონაწილეობაზე.