სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა

© Tbilisi City Hallსამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
სკეიტპარკის მოედანი 1,2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, მის გარშემო კი გამწვანდა 2 ჰექტარი ტერიტორია.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობას ამიერიდან საკუთარი სკეიტპარკი აქვს - მისი მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.
„დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბევრი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიისა და ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ეს არის საფეხბურთო ცენტრების პროექტები, რომლებიც მომავალ თაობებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალი თაობა დაკავდეს სპორტით, ფეხბურთით და ზოგადად დაინერგოს ცხოვრების ჯანსაღი წესი.
© Tbilisi City Hall თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სხდომაზე
Мэр Тбилиси Каха Каладзе на заседании столичного муниципалитета  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სხდომაზე
ახალი სკეიტპარკი სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოეწყო. კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულება ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ძალიან მიხარია, რომ ყველა პარკი, სადაც ასეთი ტიპის პროექტი განვახორციელეთ, სავსეა ახალგაზრდებით. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
© Courtesy of Tbilisi City Hall სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
Строительство скейтпарка завершилось в Самгорском районе Тбилиси  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
სკეიტპარკის მოედანი 1,2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, მის გარშემო კი გამწვანდა 2 ჰექტარი ტერიტორია.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის „მწვანე პოლიტიკა“ ადრე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულია და მიმართულია მწვანე სივრცეების მაქსიმალურად გაზრდისკენ.
© Tbilisi City Hallსამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
В Самгорском районе Тбилиси завершилось строительство скейтпарка - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
მერმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ მწვანე სივრცეების რაოდენობა დედაქალაქში იზრდება.
კალაძის თქმით, ქალაქს ახსოვს პოლიტიკა, როდესაც ხდებოდა მწვანე სივრცეების განადგურება და გაუბედურება, სპორტული სივრცეების გასხვისება იმისთვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი განხორციელებულიყო. თბილისის მერიამ ეს მიდგომა რადიკალურად შეცვალა, აღნიშნა კალაძემ.
„გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე და მოწესრიგებული პარკი შევქმნათ; რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაისვენოს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. არაფერი ისე არ უხდება ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ „მწვანე პოლიტიკა“ გამკაცრა. კერძოდ, გამკაცრდა მოთხოვნები ახალ მშენებლობებზე, ახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, ხდება ნარჩენების განცალკევება საზოგადოებრივ ადგილებში და ა.შ.
მანამდე კალაძე მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ თბილისი გახდება ყველაზე გამწვანებული, კომფორტული და კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს.
ყველა ახალი ამბავი
0